ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კორეულ POSCO-ს საქართველოში $500 მილიონიანი პროექტის განხორციელება სურს
21 ივლისი, 2016, 18:04
 კორეულ POSCO-ს საქართველოში $500 მილიონიანი პროექტის განხორციელება სურს

თბილისი (GBC) - მსოფლოში ფოლადის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს საქართველოს ბაზარზე შემოსვლა სურს. 

კორეული კომპანიის POSCO პირველ ვიცე-პრეზიდენტი ჯინ-სიკ ჩოი საქართველოში იმყოფება და შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართა. 

კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ულტრა-თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სრული ციკლის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობით, რომლის საინვესტიციო მოცულობა აჭარბებს 500 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო საბოლოო წარმადობა იქნება 1 მილიონი ტონა ფოლადი წელიწადში.

შეხვედრაზე კორეული კომპანიის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს გაუზიარეს ინფორმაცია პროექტის წინამოსამზადებელი პროცესის მიმდინარეობის დეტალებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ POSCO წარმოადგენს კორეის რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპანიას და მსოფლიოში ფოლადის უმსხვილესი მწარმოებლების ხუთეულში შედის.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები