ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
GWP -ი 94,5 მილიონის პროექტებს ახორციელებს   
21 ივლისი, 2016, 15:34
GWP -ი 94,5 მილიონის პროექტებს ახორციელებს   

თბილისი (GBC) - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“,  ,,ანგარიში თბილისს’’ პროექტის ფარგლებში, პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენცია კომპანიის მიმდინარე საინვესტიციო პროექტებსა და ახალი ჰიდროელექტროსადგურის,  საგურამოჰესის მშენებლობას მიეძღვნა.

კომპანიის ცნობით, მიმდინარე ეტაპზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 94.5 მილიონი ლარის ინვესტირებას ახორციელებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტში.

მათ შორის არის თბილისის წყალმომარაგების მთავარი არტერიის ჟინვალის გვირაბის  და ბოდორნა-ღრმაღელეს გვირაბის რეაბილიტაცია, რომელიც უკვე დასრულებულია.

ასევე ორი „მწვანე” ჰესის მშენებლობა - საგურამო ჰესი, რომელიც უკვე დასრულების სტადიაზეა და ბოდორნა ჰესი, რომლის მშენებლობაც ახლო მომავალში იგეგმება.

ასევე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  იწყებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს -  გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის თანამედროვე სტანდარტებით რეაბილიტაციას.

საბოლოო ჯამში თითოეული საინვესტიციო პროექტის მთავარი მიზანი თბილისის სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფაა.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტი ,,ანგარიში თბილისს" პროექტის ფარგლებში, პრესკონფერენციებს გარკვეული პერიოდულობით გამართავს და კომპანიის ფეისბუქის გვერდის საშუალებით ლაივსთრიმით გადასცემს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები