ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მენაბდე: თანაინვესტირების ფონდი $ 2.115 მილიარდის პროექტებს ახორციელებს
20 ივლისი, 2016, 15:59
მენაბდე: თანაინვესტირების ფონდი $ 2.115 მილიარდის პროექტებს ახორციელებს

თბილისი (GBC) – თანაინვესტირების ფონდის პროექტები, საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყნის დასავლეთისკენ სწრაფვა  და BREXIT-ის შესაძლო გავლენა საქართველოზე - ამ თემებზე საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის საინვესტიციო მიმართულების მმართველმა დირექტორმა ირაკლი მენაბდემ CNBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

ირაკლი მენაბდემ უცხოელი ინვესტორთა მოზიდვის მხრივ ფონდის როლზე აღნიშნა.

„ფონდის სახით ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სოლიდური კერძო საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოსვლით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორთათვის ძლიერ ადგილობრივ პარტნიორს წარმოადგენს. ფონდს შეუძლია მოიძიოს და ინვესტორებს შესთავაზოს კომერციულად მიმზიდველი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალ ამონაგებს ინვესტიციაზე (IRR).   ჩვენ განვიხილავთ მინიმუმ $5 მლნ ამერიკული დოლარის ჯამური საინვესტიციო მოცულობის პროექტებს, რომელთა IRR მაჩვენებელი 17%-ს აღემატება. ენერგეტიკის მიმართულებით გვაქვს რამდენიმე მიმდინარე საინვესტიციო პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობები 150 მლნ ამერიკული დოლარიდან იწყება და ერთ-ერთი პროექტის შემთხვევაში 750 მლნ ამერიკულ დოლარს აღწევს”, - განაცხადა ირაკლი მენაბდემ. 

CNBC-ის ჟურნალისტი საქართველოზე BREXIT-ის ფაქტორის შესაძლო გავლენითაც დაინტერესდა.

მენაბდე მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებას საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე გავლენა არ ჰქონია. მან აღნიშნა პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვეტიციების  ზრდაზე და განაცხადა, რომ დღეს საქართველოში ბრიტანული კომპანიები წარმატებით ოპერირებენ და ამ ტენდენციის შენარჩუნება მოსალოდნელია.

 „მიმაჩნია, რომ რეფერენდუმს არანაირი გავლენა არ ექნება არც ხსენებულ ბიზნესებზე და არც ბრიტანეთისა და საქართველოს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე. თუმცა რასაკვირველია, საქართველოდან ვაკვირდებით პროცესის განვითარებას და ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ურთიერთობის ის ოპტიმალური პლატფორმა, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ჩამოყალიბდება.“ -  აღნიშნა მენაბდემ. 

CNBC-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე  რამდენად მიმზიდველია ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის მას შემდეგ რაც ბრიტანეთმა დატოვა გაერთიანება.

ირაკლი მენაბდე დარწმუნებულია, რომ  საქართველო აქტიურად გააგრძელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის  (DCFTA) ხელშეკრულებას.

„შეთანხმების შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფო ახორციელებს ყველა საჭირო სტრუქტურულ რეფორმას, რათა მაქსიმალურად თანხვედრაში ვიყოთ ევროკავშირის რეგულაციებთან. ეს არის სწორი გზა ქვეყნის განვითარებისთვის და საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებისთვის, განსაკუთრებით პოსტ-საბჭოთა ქვეყნისთვის, რათა მოხდეს პროდუქციის და მომსახურების ექსპორტისთვის შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.  მაგრამ, რაც მთავარია ეს პარტნიორობა გვაძლევს გადასახადებისგან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას მრავალი ქვეყნისგან შემდგარ ბაზართან, რომელიც ჩვენთვის DCFTA-ს წყალობით ერთიან სავაჭრო სივრცედ იქცა.“ - განაცხადა ირაკლი მენაბდემ.

აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით ფონდის საინვესტიციო პორტფელში შემავალი მიმდინარე პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა $2.115 მლრდ ამერიკულ დოლარს აღემატება. პროექტები მოიცავენ ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და უძრავი ქონების, წარმოების და სოფლის მეურნეობის სექტორებს. საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ენერგეტიკის სექტორში სამ საინვესტიციო პროექტს ახორციელებს: ,,მტკვარი ჰესი”, ,,ონის ჰესების კასკადი” და ,,ცხენისწყლის ჰესების კასკადი. სამივე პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $1 მლრდ ამერიკულ დოლარს აღემატება. აღნიშნული პროექტების განხორციელებით ფონდს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განავითარებასა და მისი ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაში. 

ინტერვიუს ბმული CNBC-ის ვებ-გვერდზე: http://video.cnbc.com/gallery/?video=3000534297&play=1 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები