ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თურქეთში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებულია
16 ივლისი, 2016, 23:24
თურქეთში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებულია

თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობა თურქეთში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის სამშობლოში დაბრუნებაზე აცხადებს. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგანგებო რეჟიმში იმუშავა ყველა შესაბამისმა უწყებამ, პროცესში ჩაერთი ავიაკომპანიები - "ატლას გლობალი" და "თურქეთის ავიახაზები";

"ატლას გლობალმა" სტამბოლიდან დამატებითი რეისი დანიშნა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 21:30 საათზე დაეშვა. თვითმფრინავის ბორტზე 153 მგზავრი, მათ შორის ოთხი ჩვილი იმყოფებოდა.

დამატებითი რეისი დანიშნა სტამბოლიდან "თურქეთის ავიახაზებმაც". რეისით, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:45 საათზე დაეშვა, 141 მგზავრი ჩამოფრინდა.

ყველა მგზავრი, რომელიც, თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო, სტამბოლის აეროპორტებში იყო დარჩენილი, უკვე საქართველოშია.

საკუთარ რიგს ელოდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტრანზიტული ფრენით მიმავალი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე.

საქართველოსკენ უვნებლად გამოემგზავრა ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ქართული გენი“, რომლის ავტობუსსაც, თურქეთში განვითარებული პროცესების გამო, სტამბოლიდან 60 კილომეტრში გაჩერება მოუხდა.

უკვე დაზუსტებულია თურქეთიდან საქართველოსკენ მომავალი რეგულარული რეისების დროც.

 კომპანია "ატლას გლობალის" თვითმფრინავი თბილისში 23:45 საათზე გამოფრინდება, ათათურქის აეროპორტიდან მომავალი რეისი კი 01:40 საათზე შესრულდება.

სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე, საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით დაწესებული შეზღუდვა 16:00 საათიდან მოიხსნა და საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო და საზღვაო საზღვრის, ასევე, საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან, საქართველოს მოქალაქეებს, თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ.

ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვართან არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტები - "სარფი", "კარწახი" და "ვალე" და მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები