| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - თურქეთში სამხედრო გადატრიალების უკან ფეთჰულაჰ გიულენი მოიაზრება.
BBC-ის ცნობით, ის თურქეთში რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შემდეგ ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობს, განმარტოებულ ცხოვრებას ეწევა და საკუთარი ნებით აშშ-შია დევნილი.
1990-იანი წლებიდან, მას შემდეგ რაც გიულენი აშშ-შია არც ერთხელ არ მიუცია საჯარო ინტერვიუ, როგორც წესი კითხვებს წერილობით პასუხობს. გამონაკლისი იყო 2014 წელი, როდესაც ის BBC-ის ინტერვიუზე დათანხმდა, მაშინ მან უარყო გავლენის გამოყენება ერდოღანის პარტიის მმართველობის პერიოდში კორუფციის სკანდალის აგორებაში.
მან არც საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი ისურვა. ჟურნალისტი ტიმ ფრანკსი აღნიშნავს, რომ საუბრით დარჩა შთაბეჭდილება, რომ გიულენს ერდოღანთან ჩხუბი და ურთიერთობის ძალიან დაძაბვა არ სურდა.
თუმცა ის არის მოძრაობა "ხიზმეტის" სულიერი ლიდერი, რომელსაც მილიონობით მიმდევარი ჰყავს ისლამურ სამყაროში, მათ შორის არიან სამართალდამცავები და სამხედროები, მათ ერდოღანმა ადრე "სახელმწიფო სახელმწიფოში" უწოდა.
2014 წელს 74 წლის გიულენმა, რომელიც რამდენიმე ქრონიკული დაავადებით "იტანჯება", თქვა, რომ გარკვევულ ძალებს სურს მათი მოძრაობა იმაზე გავლენიანად წარმოაჩინოს, ვიდრე არის და ამით მოსახლეობა დააშინონ.
არის თუ არა გიულენი დღევანდელი გადატრიალების მცდელობის უკან ეს უახლოეს დღეებში უფრო ნათელი იქნება, ფაქტია, რომ თურქეთში კიდევ ერთხელ არის მცდელობა ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით შეცვლის, რაც 1923 წლის შემდეგ, რაც ათათურქის მმართველობით თურქეთის რესპუბლიკა შეიქნმა, უკვე 5-ჯერ განხორციელდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss