ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თურქეთის შსს: გადატრიალების საფრთხე ბოლომდე არ მოხსნილა
16 ივლისი, 2016, 23:05
თურქეთის შსს: გადატრიალების საფრთხე ბოლომდე არ მოხსნილა

თბილისი (GBC) -  თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ფიკრი იშიკი ქვეყნის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენაზე აცხადებს, თუმცა ამბობს, რომ ჯერ კიდევ ადრეა საუბარი საფრთხის სრულად მოხსნაზე.  

Reuters-ის ცნობით, მან კვლავ მოუწოდა მთავრობის მომხრეებს ქუჩებში გამოვიდნენ და ხელისუფლება დაიცვან.

ქვეყნის პრეზიდენტმა   აშშ-ს ფეთჰულაჰ გიულენის ქვეყნიდან დეპორტირება, ან მისი ანკარისთვის გადაცემა სთხოვა.

უცხოური მედიის ცნობით,  რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ სტამბოლში გააკეთა.

მკვლევარი ფეთჰულაჰ გიულენი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. გადატრიელების დაწყებიდან პირველივე წუთებში სწორედ ის დასახელდა ამბოხებულების  უკან.

BBC-ის ცნობით, ის თურქეთში რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შემდეგ ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობს, განმარტოებულ ცხოვრებას ეწევა და  აშშ-შია დევნილი.

თავად ფეთჰულაჰ გიულენმა სამხედრო გადატრიალებასთან კავშირი უარყო, უფრო მეტიც ეს მცდელობა დაგმო.  მან ეჭვი გამოთქვა, რომ შესაძლოა გადატრიალება დადგმული იყო. 

  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები