| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თურქეთში განვითარებულ მოვლენებს აფასებს საქართველოს ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი.
Facebook-ის გვერდზე სალომე ზურაბიშვილი წერს, ამ მოვლენებით ყველაზე მეტად ერდოღანმა იხეირა, რომელიც ამ მომენტისთვის დიდი ხანია ემზადება და ამ ვითარებაში მსოფლიოს მხარდაჭერას უპირობოდ მოიპოვებს,
"ის მოხდა რასაც ერდოღანი დიდი ხანია ამზადებდა, თავის ერთადერთი სერიოზული ოპონენტის - ანუ სამხედრო მაღალჩინოსნების საბოლოდ განიარაღება. ამისთვის ამოირჩია ყველაზე ხელსაყრელი მომენტი : ახლადშერიგებულია რუსეთთან და ამდენად, რუსეთის ინტერესში არ ზის თურქეთის დესტაბილიზაციას ხელი შეუწყოს და ამერიკის გავლენა ქვეყანაში გააძლიეროს . ამერიკას კი თურქეთი ძალიან სჭირდება, როგორც მთავარი მოკავშირე სირიასთან და ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში. მასაც მისი დესტაბილიზაცია და ერდოღანის პოზიციების შესუსტება არ აწყობს. ამდენად, ოფიციალური ვაშინგტონიდან უარყოფითი რეაქციები ნაკლებად მოსალოდნელია, თუნდაც დემოკრატიული პრინციპები უხეშად ირღვევოდეს... ერდოღანი აშკარად ავტორიტარულ რეჟიმს აყალიბებს, მაგრამ ერდოღანს ყველა დაუდგება გვერდში რმეთუ მან დღეს გაიმარჯვა და რადგანც ყველას სჭირდება თურქეთის “სტაბილურობა” უფრო, ვიდრე თურქეთის დემოკრატიული ორიენტაცია", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
დიპლომატი ამ ვითარებაში საქართველოს მხრიდან სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობაზეც აღნიშნავს.
"საქართველოს ამ ახალ ვითარებაში, ორ ავტორიტარულ რეჟიმთა შორის მოქცეულს, დასჭირდება მეტი სიფრთხილე და შორსმჭვრეტველობა, რათა თავისი გეოპოლიტიკური უნიკალურობა (დემოკრატიის კუნძულად ქცეული) თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ისე, რომ არც ერთის და არც მეორეს მრისხანე რეაქცია არ გამოიწვიოს, - აღნიშნავს დიპლომატი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss