| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს.
მიმდინარე კვირას, კერძოდ, 9 ივლისს, „GWP აკადემიის“ პირველი ეტაპის კურსდამთავრებულებმა, მენტორებთან ერთად კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ობიექტები დაათვალიერეს. აკადემიის 35-მა მსმენელმა ღრმაღელის საფილტრე სადგური, საგურამოს სატუმბო სადგური და ლაბორატორია მოინახულეს. ტურის ფარგლებში ასევე, ,,საგურამოჰესი“, მისაქციელის საინფილტრაციო მოედნები და ჟინვალის წყალსაცავი მოინახულა.
აქტიურ ფაზაშია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის ექსპლუატაციაში გასაშვები სამუშაოები . კომპანიამ ჰიდროელექტროსადგურის ტურბინა-გენერატორის და სხვა ტექნიკური მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები დაასრულა.
საგურამოჰესი ოქტობრის თვეში ამოქმედდება და ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ სათავე ნაგებობებსა და სატუმბო სადგურებს ელექტროენერგიით უწყვეტად მოამარაგებს.
კვირის განმავლობაში გრძელდება თბილისის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ: ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე წყალარინების 50 გრძივი მეტრი და წყალსადენის ერთი კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
მთაწმინდის რაიონში, ფუნიკულიორიდან წავკისის მიმართულებით, წყალსადენის ქსელის ერთ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.
დასრულების ეტაპზეა სამგორის რაიონში, ჭირნახულის ქუჩაზე წყალსადენის ქსელის 900 მეტრი სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია.
ასევე, დასრულების ეტაპზეა ავჭალა 2-ში წყალსადენის ქსელის 300 მეტრიანი მონაკვეთის და სოფელ გლდანში, ბარათაშვილის ქუჩაზე წყალსადენის ქსელის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მენეჯმენტის ცნობით, 2016 წელს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss