| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - რთველი 2016-ისთვის მზადება იწყება. კახეთში ყურძნის კრეფა 5 სექტემბრიდან უნდა დაიწყოს.
უკვე ცნობილია, რომ მთავრობა ჩაბარებულ ყურძენზე სუბსიდიას წელსაც გასცემს, გაზრდილი მოცულობით - სუბსიდია 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 45 თეთრით განისაზღვრა, 1 კგ საფერავზე - 20 თეთრით, 1 კგ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე კი 2 ლარით.
მოსავლის საპროგნოზო მოცულობა კი, 180 ათასი ტონამდეა.
კომპანიების ნაწილი ყურძნის შესასყიდ ფასის არ ასახელებს. ამბობენ, რომ ფასი საბაზრო იქნება და მას ბაზარი განსაზღვრავს, ნაწილ კომპანიებში კი, ვარაუდობენ, რომ წინა წლის ფასები შენარჩუნდება.
„ყურძნის ღირებულება წელს შესაძლოა უმნიშვნელოდ, 5 ან 10 თეთრით გაიზარდოს. ესეც სუბსიდიის გაზრდის ხარჯზე“, – იტყობინება „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ „თელავის ღვინის მარნის“ დირექტორის თენგიზ ჯავახიშვილზე დაყრდნობით.
მათი ცნობით, სუბსიდიის ჩათვლით რქაწითელში 70 თეთრის, ხოლო საფერავში 80–85 თეთრის გადახდას ვარაუდობს ღვინის კომპანია „კახურის“ დირექტორი ზურაბ გოლეთიანიც.
როგორი იქნება კონკრეტული ფასი მაინც ბაზარზეა დამოკიდებული. ღვინის კომპანიებს რაც შეიძლება დაბალი ფასი სურთ, პროდუქციის თვითღირებულება რომ დაბალი იყოს და შესაბამისად, სხვადასხვა პირობებში მეტად კონკურენტული. ფერმერების სურვილი კი, მათგან რადიკალურად განსხვავდება - მათ მაღალი ფასი სურთ, მოგებისა და რეინვესტირებისთვის. სუბსიდიით კი, ნაწილობრივ, დაბალი საბაზრო ფასსა და სასურველ ფასს შორის არსებული სხვაობის შევსება ხდება.
ყურძნის შესასყიდი ფასის სუბსიდირება არ მოსწონს ექსპერტებს და არც მთავრობას, მაგრამ ამბობენ, რომ უარის თქმაც ეტაპობრივად უნდა მოხდეს. კარსმომდგარი არჩევნების წინ კი, მთავრობები, როგორც წესი, არაპოპულარულ ნაბიჯებს არ დგამენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss