| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (თიზ) 2 ახალი საინვესტიციო პროექტის დაწყება იგეგმება.
მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინული ინვესტიციით პლასმასის გადამამუშავებელი ქარხნის და ჩინური ინვესტიციით ფერშენადნობების (სილიკო-მანგანუმი) მწარმოებელი შედარებით მცირე ქარხნის მშენებლობაზე.
როგორც GBC-ს თიზ-ის დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა პროექტების განხორციელებაზე პრინციპული გადაწყვეტილებები მიღებულია, ამასთან, მენჯმენტი კი ახალი კომპანიების მოზიდვაზე აქტიურად მუშაობს.
მათ შორის თიზ-ში ტექსტილის ქარხნების გახსნაზე მოლაპარაკებები უკვე გაიმართა "საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის" გენერალურ მდივან ოსმან ჩალიშქანთანაც.
„აქტიურად ვიწყებთ თიზ-ის სარეკლამო კამპანიას და პრომიუშენს, თანამშრომლობას სხვადასხვა ორგანიზაციასთან ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, განვიხილავთ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში გაწევრიანებასაც”, - ამბობს სოსო ნიბლაძე და ქუთაისის თიზ-ის უპირატესობაზე აღნიშნავს, სამრეწველო გადამუშავების თვალსაზრისით.
ამბობს, რომ ამ მხრივ ფოთის თიზ-ი მათი პირდაპირი კონკურენტი არ არის, რადგანაც ის უფრო მიმზიდველია მძიმე მრეწველობის საწარმოებისთვის, ამიტომ ამ ორ ზონას შეიძლება ითქვას, განსხვავებული ნიშა და მიმართულება აქვს.
„საერთო ჯამში, ეს დადებითია ქვეყნის წარმოჩენისთვის საგარეო არენაზე, რომ საქართველოში არის რამდენიმე მიმართულებით თიზ-ის შერჩევის შესაძლებლობა“, - აღნიშნავს ტოპ-მენეჯერი.
აღსანიშნავია, რომ ჰუალინგის თიზ-ი იკავებს 36 ჰექტარს, განხორციელებული ინვესტიცია $31 მლნ აღემატება.
ზონაში უკვე მუშაობს ხისა და ქვის გადამამუშავებელი, ასევე ავეჯის დასამზადებელი საწარმოები, განთავსებულია საწყობებიც ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებისთვის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss