| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – SKYBUS -ი ამ ეტაპზე, მგზავრებისთვის არანაერ საფრთხეს არ წარმოადგენს, - აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე, იგორ აფციაური.
ის განმარტავს, რომ ზოგადად, ყაზახური ავიაკომპანიები, „ეარ ასტანას“ გამოკლებით, ევროპის უსაფრთხოების სააგენტოს ე.წ „შავ სიაშია“, თუმცა აღნიშნული რეგულაცია საქართველოში დანერგილი არ არის და დღეისათვის ყაზახურ ავიაკომპანიებზე ნებართვა ქვეყნებს შორის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე ხდება.
„ეს არის ევრორეგულაცია 26/16, რომელიც 2005 წელს დაინერგა, ამ უსაფრთხოების სიაში შესულ კომპანიებს ევროკავშირის ქვეყნებში ფრენა ეკრძალებათ. რაც შეეხება კონკრეტულად SKYBUS -ს ის ამ სიაში არ არის, მაგრამ არის მაგალითად, კომპანია SCAT, რომელიც ძალაინ დიდი ხანია წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე და ფრენებს ასრულებს კიდევ 34 ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებშიც,სადაც საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია" - ამბობს აფციაური.
მისი თქმით, ყაზახეთს ჰქონდა გარკვეული პრობლემები ავიაციაში, თუმცა ამ გაზაფხულზე „იკაომ“ კომპლექსური აუდიტი ჩაატარა ქვეყანაში, რამაც პროგრესი აჩვენა და ქვეყანას წითელი დროშის სტატუსიც მოუხსნა.
„ვფიქრობ, როდესაც უსაფრთხოების სია გადაიხედება, გათვალისწინებული იქნება „იკაოს“ დასკვნა და ყაზახეთს მოეხსენება შეზღუდვები“, - აღნიშნავს აფციაური.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მაღალჩინოსანი განმარტავს, რომ საქართველოს ავიაკომპანიებისთვის საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები აქვს. შემოწმება 2 ეტაპიანია. პირველ ეტაპზე ხდება მრავალრიცხოვანი დოკუმენტაციის მოთხოვნა და მათი დეტალური შესწავლა, რის საფუძველზეც გაიცემა ნებართვა, თუმცა ამით პროცესი არ სრულდება და სააგენტო მუდმივად ატარებს ავიაკომპანიის შემოწმებას.
„SKYBUS-ი 1 კვირის წინ შევამოწმეთ და ამიტომ საფრთხეს ვერ ვხედავთ“, - აღნიშნავენ სააგენტოში.
შეგახსენებთ, მომხმარებელთა უფლებების დამცველი HUB GEORGIA მგზავრების სრულფასოვან უსაფრთხოებას ეჭქვეშ, ავიაკომპანიის სტატუსის გამო აყენებს. აცხადებს, რომ ყაზახური ავიაკომპანია ევროპის უსაფრთხოების სააგენტოს EASA-ს შავ სიაშია, უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ პასუხობს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფრენის უფლება არ აქვს.
SKYBUS-ი ზაფხულის სეზონზე თბილისი-ბათუმის ჩარტერულ რეისებს ემსახურება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss