ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
Philip Morris: სიგარეტი ტექნოლოგიური პროდუქტი ხდება
13 ივლისი, 2016, 12:28
Philip Morris: სიგარეტი ტექნოლოგიური პროდუქტი ხდება

თბილისი (GBC) - თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში გაშლილი კამპანია ბაზრის მოთამაშეებს ახალი სტრატეგიების და შეთავაზებების მოფიქრებისკენ უბიძგებს.

„არასწორია არ შევთავაზოთ მწეველებს ალტერნატივა“  - მიიჩნევს Philip Morris International-ის (PMI) გენერალური დირექტორი ანდრე კალანტზოპულოსი, რომელმაც ამ თემაზე  რუსულ ინტერნეტ-პორტალ РБК-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

 Marlboro -ს მწარმოებელი ამბობს, რომ რთულად დასაჯერებელია მოწევას ყველამ დაანებოს თავი, ამიტომ აუცილებელია შეიქმნას ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით ნაკლებად საზიანო პროდუქტი, რომლის გავრცელება არ შეიზღუდება. 

კალანტზოპულოსი აღნიშნავს, რომ უკვე შემუშავებული აქვთ  ელექტრო სისტემა თამბაქოს შეთბობისთვის - iQOS (ელექტროსიგარეტი), რომლის გამოყენებით სიგარეტის მიერ მავნე გამონაბოლქვის დონე 90-95%-ით ნაკლებია ჩვეულებირივი სიგარეტის ბოლთან შედარებით.

ის ვერ ასახელებს ვადას, რამდენად სწრაფად იქნება შესაძლებელი მწეველების ახალ პროდუქტზე გადართვა,  მაგრამ ამბობს, რომ მაგალითად, იაპონიაში, სადაც პროდუქტი უკვე გაყიდვაშია, პირველადი შედეგები შთამბეჭდავია.

პირველი კვარტლის მონაცემებით, სრულწლოვანი მწეველების 60%-მა, რომლებმაც გასინჯეს iQOS-ი, მთლიანად გადაერთვნენ თამბაქოს შეთბობის ელექტონულ სისტემაზე.

1 წლის წინ ივარაუდებოდა, რომ  2017-2018 წლებში PMI-ის გაყიდვებში iQOS წილი 15% იქნებოდა, ახლა კი, კომპანიას უფრო ამბიციური გეგმა აქვს, 2020 წლისთვის 30-50 მლნ iQOS გაყიდვა მოხდება, რაც ფულად გამოსახულებაში $750 მლნ-1,2 მილიარდია  წელიწადში.

აღსანიშნავია, რომ Philip Morris International-ის წმინდა შემოსავალი 2015 წელს 73,9 მლრდ, წმინდა მოგება  $7 მლრდ იყო. ამასთან შარშან კომპანიამ  847,3 მლრდ სიგარეტი გაყიდა.

კომპანიის ძირითადი ბრენდებია: Marlboro, Parliament, L&M, Chesterfield, Bond Street.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები