ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისს შესყიდულზე 5-ჯერ მეტი ახალი ავტობუსი სჭირდება
ნინო შუბითიძე
12 ივლისი, 2016, 18:57
თბილისს შესყიდულზე 5-ჯერ მეტი ახალი ავტობუსი სჭირდება

თბილისი (GBC) -  თბილისის 550 ავტობუსიანი  მუნიციპალური ავტოპარკი  143 მოდერნიზებული ერთეულით  განახლდება.

თბილისის მერმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა, რომ  ეს მხოლოდ  დასაწყისია, ევროპული ენერგოდამზოგი, MAN-ის ბრენდის  143 ავტობუსი თბილისის ქუჩებში სექტემბრის ბოლოს გამოჩნდება, მისი მთავარი უპირატესობა გარემოზე ნაკლებად ზემოქმედებაა.

ავტობუსები  გრძელ მარშრუტებზე  გაეშვება,  ტრანსპორტი  შშმ პირებზეა ადაპტირებული, შუა კარი სპეციალურად ასეთი კატეგორიის მგზავრებისთვის იქნება გათვლილი.

143 ავტობუსის შესყიდვა 34 მლნ ევრო დაჯდა, თითო ავტობუსში მერია 237 762 ევრო. გამოყოფილი თანხიდან  7 მლნ  გრანტია და  დანარჩენი EBRD-ის სესხი.  

მერიის გათვლებით ქალაქი 700 -750 ავტობუსს საჭიროებს.  შემდეგ, შედარებით მცირე ზომის ავტობუსებს შეისყიდიან,  ვიწრო ქუჩიანი უბნებისთვის.

ნარმანიამ  სატელევიზიო ეთერში  ავტოპარკის  მდგომაროებაზეც დაიჩივლა, წინა ხელისუფლების მძიმე მემკვიდრეობაზე -  ბევრი ავტობუსი  ამორტიზებულია, ფაქტობრივად ჯართად ქცეული.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები