| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - "საქართველოს რკინიგზა" Stadler Kiss-ის ორსართულიანი მატარებელების გამოცდას ახორციელებს.
კომპანიის ინფრასტრქუტურის დირექტორის, გურამ გურამიშვილის განცხადებით მატარებლების მესამე სატესტო გარბენი ბათუმამდე წარმატებით შესრულდა.
"რამოდენიმე დღეც და Stadler Kiss უკვე მგზავრებით ესტუმრება ბათუმს. საქართველოს რკინიგზის თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ ახალ სერვისს! კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო რომ სალოკომოტივო გუნდმა და მატარებლის მომსახურე პერსონალმა მოკლე ვადაში აითვისა ახალი სისტემა, უდავოდ კარგი პროფესიონალები გვყავს", - წერს გურამიშვილი Facebook-ის გვერდზე.
შეგახსენებთ, შვეიცარიული კომპანია Stadler Kiss- ის მიერ საქართველოსთვის დამზადებული ორსართულიანი მატარებლები "საქართველოს რკინიგზამ" 6 ივლისს მიიღო.
ევროპული სტანდარტის, თანამედროვე მოწყობილობით, ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი მატარებლები პირველია ქართულ რეალობაში, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss