ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისის მხარდაჭერით შექმნილი ფილმი ამერიკულ კონოფესტივალზეა  წარდგენილი
6 ივლისი, 2016, 12:07
თიბისის მხარდაჭერით შექმნილი ფილმი ამერიკულ კონოფესტივალზეა  წარდგენილი

თბილისი (GBC) - ვახო ჯაჯანიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გამოსვლა“ დამოუკიდებელი ამერიკული კინოს ერთ-ერთ საუკეთესო ფესტივალზე Maine International Film Festival მიიღებს მონაწილეობას.

ფილმს საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი  ფილმების სექციაში (World Shorts) აჩვენებენ.

ვახო ჯაჯანიძის „გამოსვლა“ დაცარიელებულ ქალაქ ჭიათურაში, პატარა სახლში მცხოვრები ორი დის, ტატიანასა და ლილის შესახებ მოგვითხრობს. გადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლით დაღლილ დებს შორის კონფლიქტი მაშინ იწყება, როცა ლილის „ჭაობიდან“ თავის დაღწევისა და თავის ქალიშვილთან საცხოვრებლად გადასვლის შანსი უჩნდება.

„გამოსვლა“ იმ 6 მოკლემეტრაჟიან ფილმებს შორის ერთ-ერთია, რომელიც ეროვნული კინოცენტრისა და თიბისი ბანკის დაფინანასებით შეიქმნა. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ქვეყანაში კონემატოგრაფიის განვითარების მიზნით სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად კინოწარმოებაში კერძო ბიზნესი ჩაერთო.

ბანკის ცნობით, ფილმის პრემიერა 2015 წლის ივლისში შედგა და მას შემდეგ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზიც მოიპოვა.

Maine International Film Festival აშშ-ში 1998 წლიდან იმართება. ფესტივალზე ყოველწლიურად სხვადასხვა ჟანრის საერთაშორისო ფილმები იღებენ მონაწილეობას.

წელს ფესტივალი 8 ივლისს იწყება და ის 17 ივლისამდე გაგრძელდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები