| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – Caucasus Online -თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია კორპორაციული და საცალო მომსახურების გასაწევად საჭირო ყველა აქტივს „მაგთიკომს“ გადასცემს.
ოპერატორი მომხმარებელს აცნობებს, რომ პროცესის დასრულებას აგვისტოში გეგმავენ, რის შემდეგაც Caucasus Online -ის ნაცვლად „მაგთიკომი“ მოემსახურება.
საკაბელო ინტერნეტის, ინტერნეტ-ტელევიზიის, ფიქსირებული ტელეფონიის და ჰოსთინგის მომსახურების მიმწოდებლის აღნიშნული ცვლილების ზუსტ თარიღს კომპანია დამატებით აცნობებს. აღნიშნული თარიღიდან Caucasus Online -ს „მაგთიკომი“ ჩაანაცვლებს, იკისრებს ყველა იმ ვალდებულებას და გამოიყენებს ყველა იმ უფლებას, რაც გათვალისწინებულია მომხმარებელსა და Caucasus Online -ს შორის მოქმედ ხელშეკრულებაში.
აქტივების გადაცემის პროცესი და მომსახურების მიმწოდებლის ცვლილება არ შეაფერხებს მომსახურების მიწოდებას.
მომსახურების მიმწოდებლის ცვლილების თარიღიდან:
"მაგთიკომი" უზრუნველყოფს მომსახურების შეუფერხებელ მიწოდებას;
მომსახურებას მომხმარებელი მიიღებს მაგთიკომის ოფისებში (თბილისის ნებისმიერ ოფისში და რიგ რეგიონალურ ოფისებში);
გადახდის მეთოდები რჩება უცვლელი;
ცხელი ხაზის ნომერი რჩება უცვლელი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss