ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
GIG-სთან აფილირებულმა კომპანიამ  ინსულინის მწარმოებელი  Indar-ის წილი შეიძინა 
28 ივნისი, 2016, 15:11
GIG-სთან აფილირებულმა კომპანიამ   ინსულინის მწარმოებელი  Indar-ის წილი  შეიძინა 

თბილისი (GBC) - "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან" (GIG ) აფილირებულმა კომპანიამ Luraq Investments Limited-მა ინსულინის მწარმოებელი უკრაინული სააქციო საზოგადოება Indar-ის აქციების 29,29% შეიძინა.

კომპანიის ცნობით, წილის შეძენა პოლონური ბიოტექნოლოგიური კომპანია Bioton-ისგან მოხდა. გარიგების ღირებულება არ სახელდება.

Indar -ი უკრაინული საწარმოა, რომელიც ინსულინის წარმოების სრულ ციკლს ფლობს. კომპანიის სათაო ოფისი კიევში მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ გარიგებაში იურიდიულ მომსახურებას უზრუნველყოფდა DLA Piper-ის ჯგუფის წევრი DLA Piper Ukraina.

შეგახსენებთ, კომპანია GIG  ერთ‐ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ჯგუფია საქართველოში.

მისი ბიზნეს პორტფელი მოიცავს ნახშირის მოპოვებას, ელექტროენერგიის გამომუშავებას (ჰიდრო, ბუნებრივ აირზე და ნახშირზე მომუშავე სადგურები) ბუნებრივი აირით ვაჭრობასა და უძრავი ქონების მართვას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები