ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სებ: ლარი იმაზე მეტად იყო გამყარებული, ვიდრე ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებდა 
27 ივნისი, 2016, 14:57
სებ: ლარი იმაზე მეტად იყო გამყარებული, ვიდრე ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებდა 

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ლარის კურსის ბოლოდროინდელ ვარდნას აფასებს. 

არჩილ მესტვირიშვილი განმარტავს, რომ  კურსის მოკლევადიან ცვლილებებზე კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილი არ არის, რათა არ მოხდეს ბაზარზე მოლოდინების შექმნა.

სებ-ის ტოპ-მენეჯერი იმ მიზეზებს ასახელებს, რამაც კურსის რყევა განაპირობა.

"საქართველოში საგარეო სექტორის კორექციის გამო, ლარს გამყარების ტენდენცია აქვს. თუმცა ოპტიმისტური მოლოდინების გამო ლარი იმაზე მეტად იყო გამყარებული, ვიდრე იმ მომენტისათვის არსებული ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებდა, რასაც ბუნებრივია კორექცია მოყვა. ეს სავალუტო ბაზრისთვის დამახასიათებელი მოვლენაა და გაცვლით კურსს წრფივი დინამიკა არასოდეს აქვს. დამატებით ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებმა საერთაშორისო ბაზრებზე გამოიწვია სავალუტო კურსების ცვლილება და მათ შორის მოლოდინების არხით გავლენა იქონია ლარის კურსზე. გასათვალისწინებელია, რომ მცურავი კურსის პირობებში კურსის გაუფასურებას აუცილებლად გამყარება მოყვება", - ამბობს მესტვირიშვილი. 

აღნიშნავს, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა სესხების დოლარიაზაციაა და მოსახლეობას მოუწოდებს სავალუტო ოპერაციები გააზრებულად აწარმოონ. 

"ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა სესხების დოლარიზაციაა. მსესხებლებს ვურჩევთ სესხი აიღონ მხოლოდ ეროვნული ვალუტით, ასევე გრძელვადიან დანაზოგი უმჯობესია გახორციელდეს ეროვნული ვალუტით. მოსახლეობამ და ბიზნესმა, თუ არ უნდათ დამატებითი რისკების აღება, მაშინ უნდა შეიძინონ უცხოური ვალუტა და მაშინ გაყიდონ როდესაც ეს ჭირდებათ, კურსის პროგნოზირების მცდელობისა და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღებისაგან თავი უნდა შეიკავონ", - აღნიშნავს მესტვირიშვილი.

ქვეყნის ცენტრალურ ბანკში აღნიშნავენ, რომ კურსს გრძელვადიან დინამიკაში გამყარების ტრენდი ექნება:  "გვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ეროვნული ბანკის მიზანი ფასების სტაბილურობაა და ჩვენი გადაწყვეტილებებიც ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება. მოსახლეობის კეთილდღეობისა და დასაქმებისათვის მნიშვნელოვანია დაბალი ინფლაციისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის კომბინაცია და არა ლარის გაცვლითი კურსის მოკლევადიანი დინამიკა. საქართველოში გვაქვს რეგიონის ქვეყნებთან შედარებით მაღალი ზრდა და მომავალში მოსალოდნელია რომ ზრდა უფრო მაღალი იქნება. ინფლაცია არის დაბალი, რაც მიუთითებს რომ კურსს გრძელვადიან დინამიკაში გამყარების ტრენდი ექნება".

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები