ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
APM Terminals -ი კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობას გეგმავს
24 ივნისი, 2016, 18:16
APM Terminals -ი კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობას გეგმავს

თბილისი (GBC) – APM Terminals-ის გენერალური დირექტორი კონკურენციის სააგენტოს მიერ დაწყებულ მოკლვევაზე პირველ კომენტარს აკეთებს, ამბობს, რომ კომპანია კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით დაინტერესებულია.

კლაუს ჰოლმ ლაურსენი  პორტის განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული პროგრესის უმიზეზოდ დაყოვნება.

„APM Terminals-ი მოწოდებულია, შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანი და პროგრესირებადი გარემო ფოთში. თუ ფოთი ვერ ადაპტირდება და არ განვითარდება, საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ  აღმოვჩნდებით წამგებიან პოზიციაში სხვებთან, მაგალითად, ანაკლიისა და ბათუმის ნავსადგურებთან მიმართებაში, რაც გაცილებით მეტად საზიანო იქნება გარე სახმელეთო ტერმინალებისთვის! აქედან გამომდინარე, ჩვენ დაინტერესებული ვართ კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით, რათა უზრუნველვყოთ სრული გამჭვირვალობა და თავიდან ავიცილოთ პროგრესის უმიზეზოდ დაყოვნება“ - ამბობს კლაუს ჰოლმ ლაურსენი.

ის  განმარტავს, რომ  საკონტეინერო ოპერაციები მოძველებული, 20 წლის წინანდელი მეთოდებით ხორციელდება, რასაც  ახლავს სერიოზული პრობლემები უსაფრთხოების კუთხით.

 “გარე სახმელეთო ტერმინალების ოპერატორები 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ ქალაქ ფოთში ლოჯისტიკური ჯაჭვის საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესებას. მათ უარიც კი განაცხადეს ჩვენთან შეხვედრებზე, რომელიც მიზნად ისახავდა ერთობლივად განგვეხილა, როგორ მოხდება კონტეინერების მათი ობიექტების მიმართულებით ტრანსპორტირება და გვემსჯელა სათანადო საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ მოველით გარე სახმელეთო ტერმინალების მიერ კლიენტებისათვის თავიანთი სერვისების შეთავაზების მომავალშიც გაგრძელებას, რაშიც აგერ უკვე 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვთ. ცვლილებები, რომლებსაც ვახორციელებთ არ არის წინააღმდეგობრივი, არამედ პირიქით, იქნება საქართველოს მოქალაქეებისათვის სარგებლის მომტანი და მხარს დაუჭრს „აბრეშუმის გზის“ კონცეფციას“, - ამბობს ლაურსენი.

აღნიშნავს, რომ ბაზრის  სხვა მონაწილეების მხრიდან სერვისების განვითარებას ელის.

GBC-სთან საუბრისას  ლაურსენმა საქართველოს დერეფანში არსებულ და პოტენციურ ტვირთებზეც ისაუბრა, თქვა, რომ ფოთის პორტის გამტარუნარიანობა საკმარისია, რომ ოპტიმისტური სცენარით მოსალოდნელი მოცულობის ტვირთსაც მოემსახუროს.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ ანაკლიის ნავსადგური პროგნოზირებს განსაკუთრებულად მაღალ ზრდის მაჩვენებლებს, რომლის საფუძველიც ჩვენთვის უცნობია. თუმცა, მსგავსი ინვესტიციები შეიძლება განხორციელდეს მნიშვნელოვანი ზრდის პროგნოზის არსებობის პირობებში, რომელიც ჩვენი აზრით, მოცემული მომენტისთვის არარეალისტურია“, - აღნიშნავს ნავსადგურის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, 1 ივლისიდან ფოთის საზღვაო ნავსადგურში ინტეგრირებული ოპერირების დაწყებას ადგილობრივი საკონტეინერო ტერმინალების მფლობელები აპროტესტებენ.

14 კომპანიის მიმართვის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ APM Terminals-ის მიერ  დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტის შესწავლა დაიწყო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები