ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
TSIKOLIA Watches-მა ახალი მოდელი დაანონსა  
მარიამ მინაძე
23 ივნისი, 2016, 13:01
TSIKOLIA Watches-მა ახალი მოდელი დაანონსა   

თბილისი (GBC) -  TSIKOLIA Watches-ის  მოდელი, ახალი P-47 ბაზარზე 1 თვეში გამოვა.

ცნობილი ქართველი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას მიერ შექმნილი საათების შეძენას მომხმარებელი  “ართთაიმის“ ქსელში, ასევე TSIKOLIA Watches-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან შეძლებს.

მოდელის ფასი ჯერ არ კონკრეტდება. 

საათი ინსპირირებული ალექსანდრე ქართველიშვილის ლეგენდარული გამანადგურებლის პ-47 მოდელიდან და დიამეტრში ბუდეც 47მმ.

11 ფერთა კომბინაცია იქნება წარმოდგენილი. საათის მახასიათებლებია: უჟანგავი ფოლადის 47მმ ბუდე, საფირონის შუშა დაფარული ანტი-ამრეკლით, ლუმინისცირებული ისრები და დაფა, 5 ატმოსფერო წყალგაუმტარობა, ტყავისა და დამატებითი ნეილონის სამაჯური, ლიმიტირებული ტირაჟი, სერიული ნომრით. 

საერთაშორისო გარანტის ვადა 2 წელია.

„ინდივიდუალიზმითა და წარმატების მიღწევის სურვილით შთაგონებული“, - ასე აფასებენ ციკოლიას ნამუშევრებს, რომლის თითოეული მოდელი უნიკალურია.

შეზღუდული რაოდენობის პროდუქცია შვეიცარიაში მზადდება, გამოირჩევა განსაკუთრებული შეფუთვით და  დიზაინით, რომელიც სხვადასხვა თემას მოიცავს. მათ შორის: სამხედროს, საავიაციოს, მანქანების თემატიკას და სხვა მრავალ ინსპირაციას.

აღსანიშნავია, რომ ზვიად ციკოლიამ  საათების გამოშვება 2011 წელს დაიწყო, UNIQ-ის ბრენდით, 2015 წლიდან კი, საათებზე უკვე მისი გვარიც გაჩნდა. 

ქართველი დიზაინერი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული დიზაინის დაჯილდოვების - Red Dot Design - ის ორგზის გამარჯვებულია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები