| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – 24-27 ივნისს აჭარის რეგიონში, ბუნებრივი გაზის ყველა მომხმარებელს გაზის მიწოდება შეუწყდება.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ცნობით, მიზეზი ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაა, რომლის ფარგლებში, ცენტრალურ მაგისტრალურ გაზსადენზე გადაერთების სამუშაოები ერთდროულად 4 პუნქტზე ჩატარდება.
ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაიწყება და სრულად მიმდინარე წლის 29 ივნისს აღდგება.
კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” მოუწოდებს აბონენტებს გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე - უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები და ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე 16 114 ან აჭარის რეგიონალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: ბათუმი, ბაქოს ქ # 46.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss