| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - მარტვილის კანიონის საწყალოსნო მონაკვეთზე, ტურისტული მომსახურების მართვის უფლება კომპანია „ოფუცხოის“ გადაეცა.
კომპანია ამ წლის აპრილშია დარეგისტრირებული და 76 მინორიტარი მეწილე ჰყავს.
ბუნებრივ ძეგლზე არსებულ 280 მეტრიან საწყალოსნო მონაკვეთზე ტურისტული მომსახურების უფლება კომპანიას 5 წლის ვადით ეძლევა. შესაბამისად, მას გადაეცემა არსებული ნავმისადგომის პირსი, ტურისტების მოსაცდელი და ნავების შესანახი ანგარი.
სანაცვლოდ, კომპანია ვალდებულია ყოველწლიურად სახელმწიფოს გადაუხადოს წლიური ბრუნვის 30%. ამასთან, „ოფუცხოი“ ვალდებულია ყოველწლიურად გადაიხადოს ქონების ღირებულების 1,5%, რაც 2,185 ლარამდეა.
ასევე კომპანიამ 90 000 ლარის ინვესტიციაც უნდა განახორციელოს.
ობიექტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 20 ცალი ნავი, შესაბამისი აღჭურვილობით. სამაშველო ინვენტარი და გიდების აღჭურვილობა.
ვიზიტორთა ზუსტი აღწერისთვის კი, დამონტაჟდება ტურნიკები, რომლის მეშვეობით მოხდება სანაოსო მონაკვეთზე ვიზიტორების დაშვება პლასტიკური ბარათით, ჟეტონით ან შტრიხ-კოდიანი ბილეთის გამოყენებით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss