ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოს რკინიგზა რამდენიმე რეისის გაუქმებაზე აცხადებს 
10 ივნისი, 2016, 18:14
საქართველოს რკინიგზა რამდენიმე რეისის გაუქმებაზე აცხადებს 

თბილისი (GBC) - "საქართველოს რკინიგზაში"  მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით (სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ლითონის ხიდზე მალის ნაშენის შეცვლის სამონტაჟო სამუშაოები), 2016 წლის  05 ივლისის 06:00 სთ-დან  06 ივლისის 06:00 სთ-მდე „ფანჯრის’’ პერიოდში იკეტება სად. სუფსას ყველა  ლიანდაგი და ურეკი-სუფსას გადასარბენი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთი რეისით მსვლელობიდან იხსნება შემდეგი მატარებლები:    - ერევნიდან 4 ივლისს და  ბათუმიდან  5 ივლისს ჩქარი საერთაშორისო მატარებელი №202/201 ერევანი-ბათუმი.

   - თბილისიდან 4 ივლისს და ოზურგეთიდან 5 ივლისს სამგზავრო მატარებელი №654/653  თბილისი-ოზურგეთი.

  - თბილისიდან და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი  №852/851  თბილისი-ბათუმი.

-თბილისიდან და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი  №858/857 თბილისი-ბათუმი. 

-თბილისიდან და ოზურგეთიდან  5 ივლისს  ჩქარი მატარებელი №12/11 თბილისი-ოზურგეთი  

- თბილისიდან და ქუთაისიდან  5 ივლისს  ჩქარი მატარებელი №18/17 თბილისი-ქუთაისი.

-  ბათუმიდან და ქუთაისიდან 5 ივლისს მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი მატ.№683/684 .

-  თბილისიდან  5 ივლისს და  ბათუმიდან 6 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი №860/859 თბილისი-ბათუმი.

აღნიშნულ მიმართულებებზე  „ფანჯრის’’ პერიოდში სამგზავრო ბილეთების გაყიდვა  შეჩერებულია.

სს „საქართველოს რკინიგზა“ მომხმარებლებს ბოდიშს უხდის შექმნილი  დისკომფორტისთვის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები