| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ივლისის ბოლოს - აგვისტოს დასაწყისში სატვირთო მატარებელით VIKING ჩინეთიდან ბელგიაში ტვირთების გადაზიდვა მოხდება.
„აზერბაიჯანის რკინიგზის“ ხელმძღვანელის ჯავიდ გურბანოვის განცხადებით, ტრანსკასპიურ დერეფანში 2 მატარებლის გატარება მოხდება. ტვირთი ფოთის პორტში ჩავა და დანიშნულების ადგილზე განაწილდება, მატარებელი VIKING-ით ტვირთის ნაწილი ბალტიის ქვეყნებში გაიგზავნება.
პროცესში ჩართული იქნება უმსხვილესი ლოგისტიკური კომპანია DHL.
„საქართველოს რკინიგზა" VIKING Train-ის სრულუფლებიანი წევრი 2015 წლის აპრილში, ვილნიუსში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გახდა.
კომბინირებული სატრანსპორტო მატარებელი VIKING Train-ი წარმოადგენს ლიტვის, უკრაინის, ბელარუსის, რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდოვასა და თურქეთის ერთობლივ სარკინიგზო პროექტს.
იგი ბალტიისპირეთის რეგიონის საზღვაო საკონტეინერო ჯაჭვს შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ანალოგიურ სისტემებთან აკავშირებს. „ვიკინგის" რეგულარული მოძრაობა 2003 წლის 6 თებერვალს დაიწყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss