ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ტერაბანკმა პროკურატურისთვის მიმართვაზე განაცხადა  
ნინო შუბითიძე
8 ივნისი, 2016, 18:39
ტერაბანკმა პროკურატურისთვის მიმართვაზე განაცხადა  

თბილისი (GBC) - BLB-ის (იურიდიული  ფირმა)  მიერ ტერაბანკის  წინააღმდეგ გამართულ პრესკონფერენცია  ბანკზე ზეწოლად და მომხმარებლების შეცდომაში შეყვანად აფასებს ბანკის მენეჯმენტი. 

„კამპანია მიზნად ისახავს ბანკის იმიჯის დაზარალებას და პროცესის სამართლებრივი ჩარჩოებიდან გატანას.  გამოთქმული ბრალდებები ცილისწამებაა და არ შეესაბამება რეალობას. მათი ქმედება განპირობებულია იმით, რომ ბანკმა იურიდიულ ფირმას თანხის გადახდის უსაფუძვლო მოთხოვნაზე უარი უთხრა.

ტერაბანკი მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სრულად იცავს ყველა თავისი მეანაბრის ინტერესს და კლიენტების ერთგულებასა და ნდობას წლების განმავლობაში ინარჩუნებს“, - აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

ბანკის განმარტებით, კლიენტის ინტერესების დამცველმა იურიდიულმა ფირმამ ბანკის 2 თვის წინ  კლიენტისთვის გარკვეული თანხის გადახდა მოითხოვა იმ საფუძვლით,  თითქოს ბანკმა  მისი კლიენტის ანაბარი მიითვისა. განცხადების მიღებისთანავე ბანკმა სამხარაულის ეროვნული ბიუროს მეშვეობით დაჩქარებული წესით ექსპერტიზა ჩაუტარა მეანაბრის მიერ ხელმოწერილ ყველა დოკუმენტს და დადგინდა, რომ  კლიენტის ხელმოწერა განცხადებაზე, რომლითაც კლიენტმა განკარგულება მისცა ბანკს მისი კუთვნილი თანხით სხვადასხვა სასესხო ვალდებულებები დაფარულიყო, არის ნამდვილი.

ამავე დროს ექსპერტიზამ ეჭვქვეშ დააყენა ზოგიერთ შუალედურ დოკუმენტზე კლიენტის ხელმოწერის ნამდვილობა, რის გამოც ბანკმა 2016 წლის 17 მაისს  გამოძიების დაწყების თხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა, რადგან პირველ რიგში ბანკის ინტერესებშია ანაბართან დაკავშირებული ყველა გარემოების გამოძიება და სწორი სამართლებრივი პროცესების წარმართვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტერაბანკი აცხადებს, რომ იურიდიული ფირმა BLB-ის განცხადება იმის შესახებ, რომ ბანკმა მიითვისა მეანაბრის კუთვნილი თანხა სიცრუეა და სინამდვილეს არ შეესაბამება.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები