ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
SOCAR-ი ქართული სპორტის სასპონსორო პაკეტს ზრდის  
7 ივნისი, 2016, 17:40
SOCAR-ი ქართული სპორტის სასპონსორო პაკეტს ზრდის  

თბილისი (GBC) - SOCAR-ი ქართული სპორტის სასპონსორო დაფინანსების გაზრდას გეგმავს. 

აღნიშნულს კომპანიასა და  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელიც 8 ივნისს, 13:00 საათზე გაფორმდება.  

ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი როვნაგ აბდულლაევი. 

სამინისტროს ცნობით, კომპანიას გააჩნია, მრავალწლიანი, ურთიერთმომგებიანი, წარმატებული სპონსორული საქმიანობა საქართველოს სპორტულ ორგანიზაციებთან (ოლიმპიური კომიტეტი, ფეხბურთის ფედერაცია, ჭადრაკის ფედერაცია და სხვა), და დღემდე აგრძელებს ამ საქმიანობას.

სამინისტრო იწვევს SOCAR-ს, რათა გააგრძელოს საქართველოში სპორტის მხარდაჭერისა და განვითარების ხელშეწყობისაკენ მიმართული  სპონსორული საქმიანობა მომავალშიც.

მემორანდუმის ხელმოწერიდან ერთი წლის განმავლობაში SOCAR-ი, დამატებით მოიზიდავს თანხებს და მიმართავს აღნიშნულ ფინანსურ რესურსს სპონსორული საქმიანობისათვის, რომელიც მოიცავს საქართველოში სპორტული პროექტებისა და ღონისძიებების ხელშეწყობას და მხარდაჭერას.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები