| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - „ეი ფი ემ ტერმინალსი“ ფოთის საზღვაო ნავსადგურში ინტეგრირებული ოპერირების დაწყებაზე აცხადებს.
ადმინისტრაციის ცნობით, 1 ივლისიდან დაიწყება ნავსადგურის ნავმისადგომებისა და არსებული კონტეინერების დასაწყობების ტერიტორიის ინტეგრირებული ოპერირება, რაც ნავსადგურში საოპერაციო პროცესების ეფექტურობისა და უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებისთვის არის მიმართული.
„ფოთის საზღვაო ნავსადგური გაუთანაბრდება მსოფლიოში მსგავსი სიდიდის ნავსადგურებს და უზრუნველყოფს მომხმარებლებისა და გადამზიდავი კომპანიებისთვის უფრო კონკურენტუნარიანი მომსახურების მიწოდებას.“ - განაცხადა ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ჰოლმ ლოურსენმა.
2011 წელს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ აქციების შეძენის დღიდან, „ეი ფი ემ ტერმინალსმა“ პორტის მოდერნიზებისთვის 65 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
ნავსადგურის ჩრდილოეთით კონტეინერების დასაწყობების ტერიტორიის მოწყობა/გაფართოება წარმოადგენს აღნიშნული მოდერნიზაციის გეგმის განუყოფელ ნაწილს და განხორციელდა საქართველოს მთავრობის წინაშე კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად.
პორტში მიიჩნევენ, გაუმჯობესებული სამუშაო პირობები დადებითად აისახება საქართველოს შემოსავლების სამსახურის საქმიანობაზე, კერძოდ, გაუმჯობესდება და გამარტივდება საბაჟო მოსაკრებლების ადმინისტრირება და ტვირთების ხარისხის კონტროლი.
ამასთან, საზოგადოებისა და განსაკუთრებით ქალაქ ფოთის მოსახლეობის სასარგებლოდ, მოსალოდნელია გარე სახმელეთო ტერმინალების მომსახურების ეფექტურობის გაზრდა.
„ვიმედოვნებთ, აღნიშნული ხელს შეუწყობს ჩვენს ადგილობრივ ბიზნეს პარტნიორებს კონკურენტუნარიანობის გაზრდაში, როგორც ადგილობრივ თუ საერთაშორისო პორტებთან, ასევე გადაზიდვების სხვა საშუალებებთან მიმართებაში.“ - აღნიშნავს კლაუს ჰოლმ ლოურსენმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss