ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მაესტროს დირექტორმა ბიზნესკონტაქტის 4 თანამშრომელს  უფლებამოსილება შეუჩერა 
2 ივნისი, 2016, 17:17
მაესტროს დირექტორმა  ბიზნესკონტაქტის  4 თანამშრომელს   უფლებამოსილება შეუჩერა 

თბილისი (GBC) - ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორმა გიორგი ისაკაძის გადაცემების მენეჯერად აღდგენაზე უარი თქვა, "ბიზნესკონტაქტის" რამდენიმე თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერა.

მიზეზი მათი  "რუსთავი 2"ის გადაცემა "არჩევანში" მონაწილეობაა. დირექცია ფაქტზე შიდა სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარებას გეგმავს.  

უფლებამოსილება შეუჩერდა თელარა გელანტიას, თამუნა ქემერტელიძეს, ბექა ბაციკაძეს და  ელენე კვანჭილაშვილს. 

"მოგმართავთ განცხადებით და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაიცვათ ჩვენს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების 2.2.13 და 2.2.14 პუნქტები, სადაც საუბარია თანამშრომლის ვალდებულებაზე - გაუფრთხილდეს „დამსაქმებლის საქმიან რეპუტაციას“. ვთვლით, რომ ყოვლად დაუშვებელია ტელეკომპანია „მაესტროს“ მოქმედმა თანამშრომლებმა საზოგადოების მენეჯმენტთან შეუთანხმებლად მონაწილეობა მიიღონ კონკურენტი ტელეკომპანიის ან ტელეკომპანიების თოქშოუებში, სადაც შპს „მაესტროს“ საქმიანი რეპუტაციის შემლახავი და მისი კომერციული ინტერესების დამაზიანებელი განცხადებები კეთდება.  ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს მესამე პირების მხრიდან „მაესტროს“ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობას და მისი კომერციული ინტერესების უხეშ ხელყოფას.  იბადება მართლზომიერი შეკითხვა: - რატომ ხდება ყოველივე ეს მაშინ, როდესაც ქვემოთ მოხსენიებულ თანამშრომლებს ყოველდღიურად 4 საათით, შეუზღუდავად, - პირდაპირ ეთერში მიჰყავთ გადაცემები „ბიზნეს კონტაქტი“, „ანალიტიკა“ და „საქმიანი დილა“ ?
აღნიშნულიდან გამომდინარე, მე, როგორც საზოგადოების დირექტორი, ვიღებ გადაწყვეტილებას :
1. ჩატარდეს შიდა სამსახურებრივი მოკვლევა ფაქტზე: 31 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ შპს „სტუდია მაესტროს“ მოქმედ თანამშრომელთა მონაწილეობის შესახებ.
2. მოკვლევის დასრულებამდე შეუჩერდეთ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილება ტელეკომპანია „მაესტროს“ შემდეგ თანამშრომლებს: თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილსა და ბექა ბაციკაძეს.

აქვე დავამატებთ, რომ საზოგადოების დირექციამ განიხილა ბატონი გიორგი ისაკაძის „რუსთავი 2“-ის ეთერიდან გაჟღერებული შეთავაზება - აღადგინოს ტელეკომპანია „მაესტროსთან“ შრომითი ხელშეკრულება სიმბოლურ ფასად - 1ლარად.

განხილვის შედეგად გადაწყდა: - საზოგადოების დამაზიანებელი ზემოთმოყვანილი ფაქტის ან მსგავსი ფაქტებისაგან მომავალში პრევენციის მიზნით, უარი ეთქვას გიორგი ისაკაძეს შემოთავაზებაზე", - ნათქვამია თანამშრომლების მიმართ დირექტორის გაგზავნილ წერილში, რომელიც თავად თანამშრომლებმა გაასაჯაროვეს. 

 შეგახსენებთ, 31 მაისს ცნობილი გახდა, რომ „მაესტროს“  სურს „საქმიანმა დილამ“,  „ანალიტიკამ“  და „ბიზნესკონტაქტმა“, გადაცემების ავტორის და მენეჯერის გიორგი ისაკაძის გარეშე უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება.

გიორგი ისაკაძეს ტელეკომპანიის მენეჯმენტმა ცალმხრივად შეუწყვიტა ხელშეკრულება, ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად,  ისაკაძის მიერ  პროგრამების "აუთსორსზე" გასვლის მოთხოვნა დასახელდა.

მოგვიანებით, ისაკაძემ მენეჯმენტს 1 ლარის ანაზღაურების სანაცვლოდ მენეჯერად დაბრუნება შესთავაზა, გუნდა კი, განაცხადა, რომ   თუ გიორგი ისაკაძე მენეჯერად არ დაბრუნდება, "ბიზნესკონტაქტის", "საქმიანი დილის" და "ანალიტიკის" მთლიანი შემოქმედებითი გუნდი "მაესტროს" დატოვებს. 

გადაცემების და გუნდის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირეს მთავრობის წევრებმა, ექსპერტებმა, პოლიტიკოსებმა, ბიზნესმენებმა და მედიის წარმომადგენლებმა. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები