ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
პროკრედიტ ბანკი დასაქმების პროგრამაზე აცხადებს
1 ივნისი, 2016, 11:42
პროკრედიტ ბანკი დასაქმების პროგრამაზე აცხადებს

თბილისი (GBC) – პირველად საქართველოს საბანკო სექტორში “პროკრედიტ ბანკი” დასაქმების პროგრამაზე აცხადებს, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს მიიღონ მონაწილეობა დასაქმების საერთაშორისო პროგრამაში და გაიარონ 6 თვიანი სასწავლო პროგრამა ბულგარეთში.

პროგრამის ხანგრძლივობა  6 თვეა, სწავლება ბულგარეთის ქალაქ სოფიაში ჩატარდება.

ბანკი უზრუნველყოფს:  საცხოვრებელს; ფრენის ხარჯებს და ყოველთვიურ სტიპენდიას.

პროგრამის სრული კურსი მოიცავს: ზოგად კურსს საბანკო საქმესა და ფინანსებში; მაკროეკონომიკის საფუძვლებს; ბანკის საკვანძო განყოფილებებისა და ფილიალების საქმიანობის სპეციფიკის შესწავლას; ფინანსური მათემატიკასა და ბუღალტერიას; პროექტების წერისა და მართვის ტექნიკის შესწავლას; ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

პროგრამაში ჩართვა შეუძლია  22-დან 32 წლამდე პირებს. მოითხოვება უმაღლესი განათლება, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი; ინგლისური ენის მაღალი დონე, ასევე  პროკრედიტ ბანკში პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სურვილი.

"პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამის" მონაწილეთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კადრების შერჩევის გარკვეული თანმიმდევრული ეტაპების გავლას.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 5 აგვისტო.

"პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამისა" და კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.procreditbank.ge/YBP

ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა იხილეთ აქ: https://cv-uploader.procredit-holding.com/Default.aspx?position=80cd59ee65b4817ce67773fc445773ee

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები