ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს 
23 მაისი, 2016, 17:05
 GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს 

თბილისი (GBC) - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის სათავე ნაგებობაზე, ტექნიკურ-საპროფილაქტიკო სამუშაოების წარმოებაზე აცხადებს. 

კომპანიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოები უზრუნველყოფს სამგორის რაინის წყალმომარაგების გაუმჯობესებას და სტაბილურობას.

სამუშაოების წარმოება მაისის თვის ბოლომდე გაგრძელდება. ამ პერიოდში წყალსადენ სისტემაში აღინიშნება წყლის წნევის ცვალებადობა, რაც გამოიწვევს, სამგორის რაიონის დასახლებებსა და ქუჩებზე, წყლის, არასტაბილური წნევით მიეწოდებას.

მიმდინარე წლის 31 მაისის ჩათვლით, წყალს პერიოდულად დაბალი წნევით მიიღებენ:

სამგორის რაიონში:
ვარკეთილის მე-3 მასივი, შუამთის,  საცხენისის, ელდარის, კალაუბნის, გახოკიძის, ბერიშვილის, კალაუბნის ქუჩები და კახეთის გზატკეცილი.

ნავთლუღის დასახლებაში:
ბოგდან ხმელიცკის, ნაკადულის, ბერი გაბრიელის ქუჩები თავის შესახვევებით, ქინძმარაულის მე-2 შესახვევი, სამრეწველოს დასახლების I და II ქუჩა, წულაძის, ციხისძირის, ნარგიზის, თეთრი წყაროს, ბალადანის, შ.დოლიძეის, დიდგორის,  დოდაშვილის, მანავის, დირსიჭალას, ბოლნისის, ჭკალოვის, ლაისტის, იუნკერების,   ოცხელების, ბაბუციძის ქუჩები,მოსკოვის გამზირი.

წყალმომარაგების წნევის ცვალებადობის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონის კონკრეტულ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზის - 2 93 11 11  და ვებგვერდის www.gwp.ge  მეშვეობით.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები