| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – ლარის გაუფასურება არის იმ გარემოს, იმ საგარეო შოკების შედეგი, რაც ქვეყანამ განიცადა, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა „მაესტროს“ ეთერში „ბიზნესკონტაქტის“ წამყვანის კითხვის პასუხად - აუფასურებდა თუ არა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლარს?
კობა გვენეტაძემ ლარის გაუფასურებას გარდაუვალი რეალობა უწოდა, რაზეც გავლენა საგარეო ფაქტორებმა მოახდინა - ნავთობზე ფასების ვარდნით მთავარ სავაჭრო პარტნიორებში პრობლემებმა, საქართველოს ექსპორტზე მოთხოვნისა და ფულადი გადმორიცხვების შემცირებამ.
„ეს არაფრით არ შეიძლებოდა არ ასახულიყო ლარზე. ის რაც მოხდა არის ზუსტი ასახვა საგარეო ფაქტორებისა“, - აღნიშნა ცენტრალურმა ბანკირმა.
კობა გვენეტაძემ ასეთი შოკების დროს რეზერვების ხარჯვაზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ დადასტურებულია დიდი ზომით რეზერვების ხარჯვის კონტრპროდუქტიულობა, რისი მაგალითებია რუსეთის, აზერბაიჯანისა თუ ყაზახეთის მოვლენები, სადაც მოცულობითი სავალუტო ინტერვენციების მოუხედავად ვალუტების მკვეთრი გაუფასურება მოხდა.
ამასთან, გვენეტაძემ აღნიშნა, რომ საქართველომ კარგად გადაიტანა შოკი და ამ შოკის ერთ-ერთი შედეგია გაზრდილი დოლარიზაციის მაჩვენებელი, რომლის შემცირება სწრაფად არ მოხდება, საჭიროა ხანგრძლივი ფინანსური სტაბილურობა, მდგრადი ინფლაცია, ასევე სებ-ის მიმართ ნდობის გაზრდა და გაძლიერება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss