| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – გერმანიის სარკინიგზო ოპერატორი Deutsche Bahn ჩინური ტვირთების გადაზიდვებისთვის საქართველოს დერეფანს გამოიყენებს.
„საქართველოს რკინიგზასა“ და Deutsche Bahn -ს შორის ხელშეკრულება ხუთშაბათს გაფორმდება.
შეთანხმებას მნიშვნელოვანს უწოდებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, რომელმაც ოთხშაბათს, თბილისში მიმდინარე 17 ქვეყნის რკინიგზის ადმინისტრაციების საბჭოს რიგით 64 სხდომის მნიშვნელობაზეც აღნიშნავს.
მისი თქმით, ბოლო 10-წლეულში მსგავსი მასშტაბის სარკინიგზო კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება. განსახილველ საკითხებში ტექნიკური და კომერციული ხასიათის პროექტებია.
ღონისძიების ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა. მათ შორის გამჭოლი ტარიფების დაწესებაზე ტრანსკასპიურ დერეფანში, რითაც ამ დერეფნის მონაწილე ქვეყნებს კონკურენტული ტარიფების მეშვეობით, დამატებითი ტვირთების მოზიდვის იმედი აქვთ.
ამასთან, "საქართველოს რკინიგზამ" ყაზახურ მხარესთან მიაღწია შეთანხმებას შეღავათიან ტარიფებზე, კერძოდ, ყაზახეთიდან მუქი ნავთობისა და ხორბლის გადაზიდვაზე სპეციალური ტარიფები ამოქმედდება.
"გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მოლოდინი. მფლობელები თვითონ არიან ჩამოსულები თბილისში და უკვე წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებენ აღნიშნული ტვირთის გადაზიდვას როგორც ბათუმის, ასევე ფოთის მიმართულებით”, – განაცხადა ბახტაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss