ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
საქართველოში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას SOCAR-ი ააშენებს
17 მაისი, 2016, 15:47
საქართველოში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას SOCAR-ი ააშენებს

თბილისი (GBC) -  SOCAR-ი საქართველოში კარბამიდის ქარხნის ნაცვლად, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ააშენებს.

საინვესტიციო პროექტის ცვლილებაზე საქართველოს მთავრობამ და SOCAR Georgia Investments-მა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

ახალი ვალდებულებით, 2019 წლის 31 დეკემბრამდე,  SOCAR -ი წელიწადში არანაკლებ 2 მლნ ტონა მსუბუქი ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე ქარხანას ააშენებს. საწარმო წარმოებას 2020 წლის 30 აპრილამდე დაიწყებს.

ქარხნის მშენებლობა 2017 წლის სექტემბრამდე დაიწყება და პროექტში 120 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

შეთანხმება ითვალისწინებს, რომ  მინიმუმ 10 წლით, წარმოებული საწვავის 10% შეთავაზებული იქნება საქართველოს მთავრობისთვის, ფასდაკლებით. დასაქმებულთა 70% კი საქართველოს მოქალაქე იქნება.

შეგახსენებთ, SOCAR -მა ყულევში კარბამიდის ქარხნის მშენებლობის შეჩერება ენერგეტიკულ ბაზარზე კონიუნქტურის შეცვლას  და გაზით გრძელვადიან უზრუნველყოფას დაუკავშირა. 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები