ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გიორგი ვაშაძე გიორგი ქადაგიძესა და ლადო გურგენიძესთან კონსულტაციებს გეგმავს 
ნინო შუბითიძე
16 მაისი, 2016, 17:41
გიორგი ვაშაძე გიორგი ქადაგიძესა და ლადო გურგენიძესთან  კონსულტაციებს გეგმავს 

თბილისი (GBC) –  all in one კონცეფციით ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მოწყობის  გეგმის შემუშავებაში გიორგი ვაშაძეს  ექს-პრემიერი ლადო გურგენიძე და  გიორგი ქადაგიძე (2009 -2016 წ.წ.  სებ-ის  პრეზიდენტი)  დაეხმარება.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი სახე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ  ქადაგიძე მისი მეგობარია და  კონსულტაციებს მასთან გაივლის. ამასთან, პატივს სცემს მის არჩევანს, რაც არ არის პოლიტიკოსობა.

ამასთან, ახალი პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი მომავალ კვირას უკრაინიდან   იგორ ქობელიას ელოდება, რუმინული წარმოშობის  წარმატებულ სპეციალისტს, ახლებურად მოაზროვნეს, რომელსაც  რეგიონული განვითარების ეფექტური მოდელის მოწყობის დიდი და წარმატებული გამოცდილება აქვს.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ სწორედ  მეტი გახსნილობა და „მეტი ტვინის“ ჩართულობა იყო მისი პრინციპული მიმართულება, რაც  ყოფილ თანაგუნდელებთან გამიჯვნის საფუძველი გახდა. ამასთან მათ დარწმუნებასაც  მაქსიმალურად შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ.

ვაშაძეს მიაჩნია, რომ ეკონომიკური განვითარების სტანდარტიზებული  ე.წ. „ნოვატორული  მიდგომები“ ამ ეტაპზე უკვე ძალიან მოძველებულია.

არჩევანი ინდუსტრიალიზაცია და ურბანიზაცია არ უნდა იყოს, რადგან ეს ეპოქა გავლილია და „სინგაპური 1“ როცა არსებობს „სინგაპური  2“ არ იმუშავებს.

სრულად ახალი კონცეფციაა საჭირო  საქართველოზე  მორგებული, იმ უპირატესობებზე, რაც ბუნებრივად გააჩნია ქვეყანას.   შესაბამისად, გამწევი ძალა უნდა იყოს ტურიზმი, სადაც აგროსექტორსაც  გარკვეული როლი  ექნება.

ვაშაძეს საკვანძოდ მიაჩნია განათლების რეფორმა და პირველ რიგში პროფესორ-მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება შესაბამისი კაპიტალდაბანდებებით, რაც  რეალურია. 

მიაჩნია, რომ ნაცმოძრაობისეული ლომაიას რეფორმა კარგად დაიწყო, სწორ ფუნდამენტზე,  მაგრამ შემდეგ  პოლიტიკური იარაღია გახდა, რამაც  ძირეულად შეცვალა.

ბაქრაძე-მაჭავარიანი-გოცირიძის  ლიდერობით ნაციონალური მოძრაობის წარმატების ვაშაძეს ძალიან ეეჭვება. ფიქრობს,  რომ  პარტიას მცირე შანსები აქვს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები