| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - თბილისი HR პროფესიონალთა გილდიის მიერ ორგანიზებულ მეორე საერთაშორისო HR კონფერენციას - „თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები ადამიანური რესურსების მართვაში“ მასპინძლობს.
კონფერენცია სასტუმრო "ბეტსიში" (ი, მაყაშვილისი ქ. 32/34) გაიმართება, 14 მაისს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ღონისძიება ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შემოღებას, მათი დანერგვის გზებისა და შესაძლებლობების გამოვლენას ისახავს მიზნად.
მეორე საერთაშორისო HR კონფერენციის სპონსორები არიან: „Efes საქართველო - ლუდსახარში ნატახტარი“ - პლატინის სპონსორი; „HR PARTNERS” - ოქროს სპონსორი. მხარდამჭერები არიან: „ვისოლ ჯგუფი“; „ჯეოსელი“
კონფერენციაზე აქცენტები გაკეთდება იმ პროცესებზე, რომლებიც განსაზღვრავს ცვლილებებს ორგანიზაციის მიდგომაში და ახლებურ ხედვაში ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით.
ღონისძიების მონაწილეებს საშუალება მიეცემა მიიღონ, როგორც ადგილობრივი ასევე, სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომელიც დაგროვილია ადამიანური რესურსების თანამედროვე მართვის სფეროში; შეძლებენ გაეცნონ იმ ეფექტურ მოდელებს, რომელიც დაგროვილი და აპრობირებულია, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ ორგანიზაციებში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss