ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოში ჰეინეკენის, ამსტელის და კრუშოვიცეს ბრენდის ლუდის წარმოება დაიწყება 
13 მაისი, 2016, 12:53
საქართველოში ჰეინეკენის, ამსტელის და კრუშოვიცეს ბრენდის ლუდის წარმოება დაიწყება 

თბილისი (GBC) –  “თელიანი ველი” ლუდის ქარხნის მშენებლობას იწყებს.

ქარხნის მშენებლობა მაისში უნდა დაიწყოს. პროექტს კომპანიის შვილობილი “გლობალ ბიერ ჯორჯია” განახორციელებს.

წინასწარ გათვლებით, პროექტის ჯამური ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენს 37 მლნ აშშ დოლარს; მოცემული თანხიდან დაახლოებით 13 მლნ. აშშ დოლარი დაფინანსდება ახალი აქციების ემისიის გზით, ხოლო დარჩენილი თანხის მოზიდვა მოხდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ან ადგილობრივი ბანკებიდან.

ქარხანაში "ჰეინეკენის", "ამსტელის" და "კრუშოვიცეს" ბრენდების ლუდის წარმოება მოხდება. HEINEKEN -თან, AMSTEL-თან, Heineken Česká republika-ს ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია.  

“გლობალ ბიერ ჯორჯია” იქნება აღნიშნული ლუდის ბრენდების ექსკლუზიური მწარმოებელი საქართველოში. ასევე იგი მოახდენს მოცემული ბრენდების რეალიზაციას აზერბაიჯანსა და სომხეთში.

საერთაშორისო ბრენდების პარალელურად ასევე იგეგმება ახალი ადგილობრივი ბრენდის ქვეშ ლუდის წარმოება და ლიმონათების ხაზის გაშვებაც.

სასაქონლო ნიშნის სალიცენზიო ხელშეკრულებების თანახმად ქარხანა პროდუქციის გამოშვებას შეძლებს 2016 წლის დეკემბრიდან.

კომპანიას მიაჩნია, რომ აღნიშნული ბრენდების ადგილობრივად წარმოება კომპანიისთვის ქმნის ახალ შესაძლებლობებს და გახდის მას კონკურენტუნარიანს დაბალი ფასებიდან გამომდინარე.

კერძოდ, ივარაუდება, რომ ლუდი "ჰეინეკენის" საბაზრო ფასი (მიმდინარე ეტაპზე ემიტენტი არის აღნიშნული ბრენდის ექსკლუზიური იმპორტიორი) მნიშვნელოვნად შემცირდება მას შემდეგ, რაც გაეშვება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ქარხანა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები