ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თბილისში Forever New-ს მაღაზია გაიხსნება
9 მაისი, 2016, 11:26
თბილისში Forever New-ს მაღაზია გაიხსნება

თბილისი (GBC) - საქართველოში ტანსაცმლის ახალი ბრენდის შემოსვლა დაანონსდა.

New Look-ის შემდეგ, მილიარდერი ტომ სინგჰის მიერ საქართველოში Forever New- ის მაღაზიების გახსნას ბიზნემენი გიორგი სვანიძე აანონსებს.

Forever New ავსტრალიური ბრენდია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფადმზარდი ქსელია და დღეისათვის, ათობით ქვეყანაში 250 -ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

ტომ სინგჰი საქართველოში პირველად „თიკა ტურის“ მეშვეობით ჩამოვიდა.  

„სინგი ოფიციალური მილიარდელია და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განახორციელა ქვეყანაში ინვესტიცია და გახსნა საკუთარი მაღაზიები. ის საქართველოში მეორე ბრენდით შემოსვლასაც აპირებს, საუბარია Forever New-ზე“, - აღნიშნავს სვანიძე.

აღსანიშნავია, რომ „თიკა ტური“ ვიპ-ტურებზეა ორიენტირებული. მათი სერვისით ისარგებლეს ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავმა ლერი ფიჩგერალდმა, სმიტების ოჯახმა, მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, აშშ-სა და სინგაპურის მთავრობების მრჩეველმა მარკ დენიელი და სხვებმა, მათ შორის უმდიდრესმა ადამიანებმა, რომლებიც კონფიდენციალურობის დაცვას ითხოვენ.

„ასეთი ადამიანები საზღვარგარეთ უკვე ჩვენი ელჩები არიან და საკუთარ გარემოცვაში საქართველოს პრომოუშენს ეწევიან.  „თიკა ტური“ არის მსოფლიო დონის „კერენ დაუნის“ პარტნიორი, რომელიც არის მსოფლიოს ნომერ პირველი ტურისტული კომპანიის ტიტულის მფლობელი“, - ამბობს სვანიძე და აღნიშნავს, რომ ვიპ ტურისტების რაოდენობა მზარდია.

„პირველ წლებში საქართველოში 60 ტურისტამდე შემოგვყავდა და დღეს კი ეს მაჩვენებელი 800 ტურისტამდეა გაზრდილი“, - აღნიშნავს ბიზნესმენი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები