ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ანალიტიკოსების ნაწილი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ელის
26 აპრილი, 2016, 18:12
ანალიტიკოსების ნაწილი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ელის

თბილისი (GBC) – არის თუ არა ქვეყანაში საკმარისი ფაქტორები მონეტარული პოლიტიკის შერბილებისა ოთხშაბათს გახდება ცნობილი.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ხვალ კიდევ ერთხელ გაანალიზებს ვითარებას და გადაწყვეტს, როგორი იქნება რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც დეკემბრიდან 8%-ის ნიშნულზე ნარჩუნდება და რომელიც  2014 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე (4%) 2-ჯერ მეტია.

ერთ-ერთი ფაქტორი, რაც გადაწყვეტილებაზე აისახება ინფლაციის დონეა, რომელსაც კლების ტრენდი აქვს- თებერვალის 5,6%-დან მარტში 4,1%-მდეა შემცირებული.  მეორე კვარტალში ინფლაციის კლებას პროგნოზირებს სებ-იც, რასაც სეზონური გავლენა და ლარის გამყარებაც უნდა დაეხმაროს.

"საზოგადოება და ბანკებში" ხვალინდელ სხდომაზე პოლიტიკის შერბილებისკენ სებ-ისგან ნაბიჯის გადადგმას ელიან და აღნიშნავენ, რომ ინფლაციაზე წნეხის ნიშნები არ ჩანს.

„რთულია პროგნოზირება რა გადაწყვეტილებას მიიღებს რეფინანსირების განაკვეთზე ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი. თუმცა, ველი, რომ განაკვეთი შემცირდება.  დღეს არ არსებობს ფაქტორი, რაც წნეხს მოახდენდა ინფლაციის ზრდაზე. ამის წინაპირობა მოკლევადიან პერიოდში, არ ჩანს. ლარის გამყარებამ მოგვცა საფუძველი ვთქვათ, რომ იმპორტირებული საქონელი არ გაძვირდება, პირიქით მოსალოდნელია ინფლაციის შემცირება. რაც შეეხება ნავთობის გაძვირებას ამან ერთის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს საწვავის გაძვირება, თუმცა ეს დადებითად აისახება ჩვენს მეზობელ და სავაჭრო პარტნიორ ნავთობმომპოვებელ ქვეყნებზე, საიდანაც შეიძლება მეტი ფულადი ნაკადები მივიღოთ, რაც დადებითად აისახება ლარის გაცვლით კურსზე“, - ამბობს  „საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკური ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი.

უფრო კონკრეტულად, როგორ შეაფასებს ეკონომიკაში არსებულ ვითარებას ეროვნული ბანკი, რომლის კონსტიტუციური მანდატი ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა, ხვალ გახდება ცნობილი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები