ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოს რკინიგზამ STADLER- ის მატარებლების შეძენაზე განაცხადა
22 აპრილი, 2016, 12:19
საქართველოს რკინიგზამ STADLER- ის მატარებლების შეძენაზე განაცხადა

თბილისი (GBC) – “საქართველოს რკინიგზა“ საქართველოს ბაზარზე პირველად ორსართულიან მატარებლებს წარადგენს.

ევროპული სტანდარტის,  შვეიცარული STADLER- ის მატარებლები სამგზავრო დანიშნულებისაა. მატარებლები სარკინიგზო მაგისტრალებზე მოძრაობას ზაფხულიდან დაიწყებენ.

პირველ  ეტაპზე კომპანია 2 მატარებელს მიიღებს, კიდევ ორს კი 2017 წლის დასაწყისში. 1 მატარებლის შეძენა „საქართველოს რკინიგზას“ 9,950 მლნ ევრო დაუჯდა.

კომპანიის ცნობით, ოთხი ახალი მატარებელი საჭირო ყველა თანამედროვე მოწყობილობით, ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტებთან.

„ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე”, - აცხადებს კომპანია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები