| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – მარტვილში მდებარე სავაჭრო ცენტრი "ბუმის“ მენეჯმენტი ინოვაციური სერვისის დანერგვაზე აცხადებს.
ინოვაცია „პირადი მოლარე“ (PERSONAL CASHIER) პირველ ეტაპზე „ბუმის“ ბაზაზე არსებულ სუპერმარკეტში დაინერგება.
პროექტი უზრუნველყოფს მოძრავი მოლარე-ოპერატორის მიერ მომხმარებლისათვის ინდივიდუალურ მომსახურებას. ურიკაზე დამონტაჟებული მონიტორებისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია ადგილზევე გატარებული საქონელი, სალაროსთან მიუსვლელად, რიგის გარეშე შეიძინოს.
ასევე შესაძლებელია შესყიდვა დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით განახორციელოს. შეთავაზებული აპლიკაციით, მყიდველი ეკრანზე ორ გამოსახულებას ხედავს და ერთდროულად შეძლებს მოლარე-ოპერატორთან საუბარს და შესაძენი პროდუქციის არჩევას. შენაძენს მყიდველი სასურველ ადგილზე მიიღეს.
კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი სერვისი პროდუქციას არ გააძვირებს და დისტანციურად შეძენილი პროდუქციის მისაღებად, მსურველს მხოლოდ ტაქსის მომსახურების 50% -ის თანადაფინანსების გადახდა მოუწევს.
პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ინოვაცია წარმატებით დაინერგება. გამოგონების დაპატენტების პროცედურა კი, უკვე დაწყებულია.
სავაჭრო ცენტრი 2006 წლიდან არის ბაზარზე, ის ჯამში 3000 კვ. მეტრ ფართობს მოიცავს. 25 აპრილიდან ცენტრს ტექნიკის მაღაზიები „ვესტელი“ და „სმაილი“ შეემატება. სწორედ ამ დღეს არის დაგეგმილი ახალი პროექტის პრეზენტაციაც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss