| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ 14 მილიონიანი ჯარიმის გასაუქმებლად ბრძოლას სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებს.
კომპანია ამ ეტაპზე საქალაქო სასამართლოს განჩინებას ელის, რის შემდეგაც მისი ნაბიჯები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი იქნება.
„ჩვენ არ მიგვიღია სასამართლოს განჩინება, სადაც ასახული იქნება რა მოტივაციით და რის საფუძველზე იხელმძღვანელა მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას. განჩინების მიღების შემდგომ ვაპირებთ გავაგრძელოთ სამართლებრივი ქმედებები“, - განუცხადეს "სოკარში" GBC-ს.
შეგახსენებთ, მოსამართლე დავით წერეთელმა "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" სარჩელი, რომლითაც კომპანია კონკურენციის სააგენტოს მიერ დაწესებულ ჯარიმას ასაჩივრებდა არ დააკმაყოფილა და 14 381 385 ლარის ჯარიმა ძალაში დატოვა.
მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიას განჩნების მიღებიდან 14 დღეში შეუძლია.
შეგახსენებთ, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" , სხვა მსხვილ ნავთობკომპანიებთან ერთად გასული წლის ზაფხულში დაჯარიმდა. სანქციები დაუწესდა: „ვისოლს" , „სოკარს", „რომპეტროლს", „ლუკოილ ჯორჯიას", „სან პეტროლიუმ ჯორჯიას" (გალფი), „L ოილს" და „ბინული 1"-ს, „ი თი აი"-ს. ჯამში 55 მილიონის ოდენობით.
კონკურენციის სააგენტომ მიიჩნია, რომ წინა წლებში ბაზარის მსხვილი მოთამაშეები კონკურენციის პირობებს არღვევდნენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss