ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Fitch-ი წელს საქართველოსთვის რთულ წელს პროგნოზირებს
3 აპრილი, 2016, 21:56
 Fitch-ი წელს საქართველოსთვის რთულ წელს პროგნოზირებს

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings -მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB-“ დონეზე დაუდასტურა, პროგნოზით „სტაბილური“.

შეფასებისას გავლენიანმა სააგენტომ რამდენიმე მთავარი ფაქტორი გამოყო, მათ შორის მიმდინარე ანგარიშის დიდი დეფიციტი , დიდი მოცულობით საგარეო ვალი, საგარეო ლიკვიდობის დაბალი მაჩვენებელი, ეკონომიკური მდგრადობა, მართვის კეთილსაიმედო მაჩვენებლები.  

Fitch Ratings-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებულია საგარეო შოკებზე და დაზარალდა რუსეთსა და  სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში (მის ძირითად სავაჭრო პარტნიორებში) მომხდარი ეკონომიკური ვარდნისგან.

ამასთან, პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ნეგატიური ტენდენციების მიუხედავად საქართველოს რეალურმა მშპ-ს ზრდამ 2015 წელს „საკმაოდ კარგი" ნიშნული შეინარჩუნა.  კერძოდ, ზრდამ 2,8% შეადგინა, რაც ძირითადად 2008 წლის შემდეგ, საქართველოს ექსპორტის დივერსიფიცირებამ განაპირობა. 

2016 წელს სააგენტო საქართველოსთვის კიდევ ერთ რთულ წლად მიიჩნევს. წელს 2,5%-იან ზრდა პროგნოზირებს, რომელიც 2017 წელს 4,2%-მდე დაჩქარდება.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურია. პრემიერი წელს 3-3,5%-იან, 2017 წელს კი, 5,5-6%-იან ზრდას ელის. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები