| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – Caucasus Online-ის აქტივის (ინტერნეტი, IPTV-ი; VOIP.., გარდა შავი ზღვის ოპტიკური კაბელისა) შესყიდვაზე რუსული „ვიმპელკომის“ შვილობილთან „მობიტელი“ მოლაპარაკების ჩაშლას და ადგილობრივ „მაგთისთან“ განახლებას, ექსპერტები პოლიტლოგიკურად მიიჩნევენ.
„დამკაში“ გაუსვლელობას და ბილაინის „გამოვარდნას“ კი, რუსული მხარის თავშეკავებით ხსნიან.
იურისტ ლევან ალაფიშვილის ვარაუდით „ვიმპელკომმა“ აგრესიული სტრატეგია აღარ გააგრძელა, მას შემდეგ რაც Caucasus Online -სთან გარიგების დასრულება გაჭიანურდა და საზოგადოების მაღალი ინტერესის ქვეშ მოექცა.
ალაფიშვილი ამბობს, რომ კომუნიკაციების ბაზრის უმსხვილეს ოპერატორს, რომელიც უფრო დიდ და პერსპექტიულ ბაზრებზეც არის წარმოდგენილი და საპირწონედ ტრანსნაციონალური ინტერესებია, ეს გარიგება აყალმაყალით და მითქმა -მოთქმით, აღარ უღირდა.
ის გათვლას გარიგების მყისიერად დასრულებაზე აკეთებდა და გაჭიანურების შემდეგ გაპასიურდა, ბიზნესინტერესების დაცვის მიზნით.
ალაფიშვილმა საერთაშორისო სკანდალში, სხვა მეგაოპერატიორებთან ერთად, ახლახანს „ვიმპელკომის“ მხილების ფაქტზე გაამახვილა ყურადღება.
ოპერატორმა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთან და ფასიანი ქაღალდების კომისიასთან, როგორც იქნა, მიაღწია შეთანხმებას, შელახული იმიჯის $900 მლნ-ით კომპენსირებაზე და ამ ფონზე ახალ-ახალ, თუნდაც მცირე სკანდალებს ერიდება.
ალაფიშვილი რუსული მხარის უკან დახევის ბოლო ფაქტებზე (ენერგობლოკების დათმობა, გაზპრომის თემა) ამახვილებს ყურადღებას, მიაჩნია, რომ ენერგეტიკის და კომუნიკაციების სექტორებიდან გასვლა ან გაფართოებაზე უარის თქმა, ერთიანი, თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილია და არა ქაოტური.
თუმცა ეს დროებითი ტაიმ-აუტია და რუსეთი თავის ამბიციებზე უარს არასდროს იტყვის. საქართველოს ბაზარზე მოქმედ სხვადასხვა სტრატეგიულ კომპანიასთან დანათესავებას ის არაპირდაპირ, მფლობელი კომპანიების სტრუქტურაში შესვლითაც შეძლებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss