ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
მაგთიმ კავკასუსის აქტივის ყიდვაზე განაცხადა
29 მარტი, 2016, 17:56
მაგთიმ კავკასუსის აქტივის ყიდვაზე განაცხადა

თბილისი (GBC) - მაგთი "კავკასუს ონლაინის" საცალო აქტივს ყიდულობს. 

"მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ შეწყვეტილი მოლაპარაკება შპს „მაგთიკომსა“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის მიმდინარე წლის მარტის თვეში კვლავ განახლდა  და საბოლოოდ შევთანხმდით ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელიც საფუძვლად დაედება საოპერაციო აქტივების (კორპორაციული და საცალო მომსახურებისთვის საჭირო) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას. 

დღეს, შპს „მაგთიკომსა“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმი მოიცავს შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს კავკასუს ონლაინის“ საოპერაციო აქტივების (კორპორაციული და საცალო მომსახურებისთვის საჭირო) შეძენაზე ურთიერთშეთანხმების პირობებს. მემორანდუმით შპს „კავკასუს ონლაინთან“ მიღწეულია ექსკლუზიური შეთანხმება, რაც გულისხმობს შპს „კავკასუს ონლაინის“ მხრიდან ნებისმიერ სხვა მესამე მხარესთან  მოლაპარაკების შეწყვეტას.

მოგეხსენებათ, რომ 2015 წლის 11 აგვისტოს, შპს „მაგთიკომმა“ და შპს „კავკასუს ონლაინმა“ ერთობლივად მიმართეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, მაგთიკომის მხრიდან კავკასუს ონლაინის აქტივების ნასყიდობის დასაშვებობის თაობაზე. კომისიისაგან შესაბამისი  წინასწარი თანხმობა მიღებულია 2015 წლის 19 ნოემბერს. 

ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმება მოხდება 2016 წლის 30 მაისამდე.  აქტივების გადმოცემის, ანუ ინტეგრაციის პროცესი გასტანს რამდენიმე თვეს. მომხმარებლებს  წინასწარ ეცნობებათ თარიღი, რის შემდეგ  საკაბელო ინტერნეტის, ინტერნეტ ტელევიზიის და ფიქსირებულ ტელეფონიის მომსახურებას გაუწევს შპს „მაგთიკომი“, გადმორთვის პროცესი  განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში" ნათქვამია მაგთის განცხადებაში. 

კომპანიებს შორის გარიგება კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე თვის წინ მოიწონა, თუმცა შემდეგ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდა, რადგანაც "კავკასუსის" აქტივის ყიდვის სურვილი კიდევ ერთა კომპანიამ "მობიტელმა" (ბილაინი) გამოთქვა.

ამ წლის იანვრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მობიტელსა" და კავკასუს შორის შეთანხმება შედგა და კომუნიკაციების კომისიამ საქმის წარმოებაც დაიწყო, რომელიც ამ დრომდე დასრულებული არ არის.

განხილვისას კომისიამ "მობიტელს" განვითარების დეტალური გეგმის წარმოდგენა მოთხოვა, რადგანაც მისმა გეგმამ დააეჭვა. საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება მარეგულირებელმა 5 აპრილს დააანონსა. 

რუსული კომპანიის ინტერნეტ ბაზარზე აქტიურ შესვლას საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება. ისინი მიიჩნევენ, რომ "კავკასუსის" აქტივის შეძენით ინტერნეტი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის გახდება ადვილად მიწვდომადი. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები