| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველოში ზეთისხილის გადამუშავება იწყება.
კომპანიამ „ქართული ზეთისხილი“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი პირველი საწარმო გაიხსნა.
საწარმო ჰოლანდიურ–თურქული ინვესტიციით და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობით, „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების" (345 800 აშშ დოლარი) პროგრამის ფარგლებში აშენდა.
პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონ ლარამდეა.
კომპანიის დამფუძნებლის გიორგი სვანიძის განცხადებით, ზეთისხილის საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა.
ქარხნის წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა ( საათში 10ტონა) ზეთისხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას ქმნის. ნედლეულად საქართველოში მოყვანილი ზეთისხილი იქნება გამოყენებული.
პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ. სამიზნე ბაზრები ამიერკავკასიის ქვეყნები, ამერიკა, ევროპისა და დსთ–ს სივრცეა.
გიორგი სვანიძე აღნიშნავს, რომ პროექტზე მუშაობა 7 წლის წინ, პატრიარქის და ქართული დიასპორის თანადგომით დაიწყო.
„პროექტში კომპანიებმა „ქართული ზეთისხილი“ და „ჯეო ოლივი“| რამდენიმე მილიონიანი ინვეტიცია განახორციელეს, შედეგად, 300 ჰექტარზე ზეთისხილის პლანტაცია (250 ათასი ზეთისხილის ნერგი) გაშენდა. ქართული ზეთისხილის პირველი მოსავალს კი კომპანია საკუთარი საწარმოში გადაამუშავებს. ძალიან ამაყები ვართ, რომ ჩვენ ეს შევძელით და დღეს საშუალება გვაქვს უნიკალური ქართული პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე გავიტანოთ ის ექსპორტზე”, - აცხადებს ბიზნესმენი.
სამომავლოდ დაგეგმილია ყურძნის წიპწის, ბროწეულის და ატმის კურკის ზეთის წარმოების დაწყებასაც.
„ეს არის დიასპორული ინვესტიცია, საქართველოდან წასულმა ჩვენმა თანამემამულემ განახორციელა ინვესტიცია და გააშენა ზეთისხილის ბაღები, ჯამში არის 200 ჰექტარზე მეტი. აქ კახეთის რეგიონში გაიხსნა გადამამუშავებელი საწარმო. მან დაასაქმა 100 ადამიანზე მეტი და უშვებს ორგანულ, ბიოლოგიურად სუფთა ზეთისხილის ზეთს და ასევე დაფასოებულ ზეთისხილს. სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამებით, ჩვენ არაერთი საინტერესო პროექტი დავაფინანსეთ რეგიონში. ეს პროექტი მათ შორის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს მსგავსი პროექტები კიდევ განხორციელდება,"- განაცხადა საწარმოს გახსნისას პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს ჯგუფს, რომელსაც საქართველოში გიორგი სვანიძე ხელმძღვანელობს, ქვეყანაში უკვე განხორციელებული აქვს ინვესტიცია უძრავი ქონების, სამშენებლო, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროებში.
ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხა 18 მილიონი ლარია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss