| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" მცხეთის რამდენიმე ქუჩისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტაზე აცხადებს.
მიზეზი 25 მარტის დილის 10:00 საათიდან გამანაწილებელი ქსელების ავარიული დაზიანებაა.
კერძოდ, ბუნებრივი გაზი, სამხედროს, გმირის, შრომის, გამარჯვების, აღმაშენებლის, კოსტავას, მამულაშვილის, არსუკიძის, კარიბჭის, გოგებაშვილის, გურამიშვილის, მუხრანის, კოსმონავტების, გამსახურდიას, მირიან მეფისა და ფიქრის გორის მაცხოვრებლებს არ მიეწოდებათ.
აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად 17:00 საათიდან აღუდგებათ.
"კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე : 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss