| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ევროპულმა სკოლამ CIS-ის საერთაშორისო სკოლების საბჭოს წევრის სტატუსი მოიპოვა.
აღნიშნულის შესახებ სკოლას, მილოცვის წერილით, CIS-ის სკოლების მხარდაჭერისა შეფასების დეპარტამენტის დირექტორმა, დოქტორმა გრამარ რანგერმა ამცნო, სადაც აღნიშნულია, რომ „ევროპულმა სკოლამ“ წარმატებით გაიარა შესარჩევი ეტაპები.
CIS - საერთაშორისო სკოლების საბჭოა, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო განათლებასა და მოსწავლეთა გლობალურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.
დღეისათვის CIS აერთიანებს 110 ქვეყნის 660-ზე მეტ სკოლას და 475 კოლეჯსა და უნივერსიტეტს. ამ ორგანიზაციის წევრებს აქვთ რიგი უპირატესობები: მათ აქვთ რესურსები, რომლებიც მოსწავლეებსა და სკოლას აძლევს შესაძლებლობას, დაუკავშირდნენ CIS-ის უმაღლესი განათლების წევრებს, მათ შეუძლიათ ისარგებლონ CIS-ის კონსულტანტთა ქსელით და მრავალი სხვა.
CIS-ის წევრობის მისაღებად „ევროპულმა სკოლამ“ 1-ლი და მე-2 ეტაპი 2015 წელს გაიარა.
მესამე ეტაპი კი, 2016 წლის 1-3 მარტს ჩატარდა, რომლის ფარგლებში სკოლას ეწვია CIS-ის საბჭოს წევრი, კანადელი პროფესორი ალან სკოტი, რომელსაც საერთაშორისო სკოლების ხელმძღვანელობის ორმოცწლიანი გამოცდილება აქვს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss