ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
APM Terminals-ი ფოთის პორტის მოდერნიზაციაზე უარს არ ამბობს
21 მარტი, 2016, 13:08
APM Terminals-ი  ფოთის პორტის მოდერნიზაციაზე უარს არ ამბობს

თბილისი (GBC) – საქართველოს დერეფანში ტვირთების შემცირების მიუხედავად, APM Terminals-ი ფოთის პორტის გაფართოების გეგმაზე უარს არ ამბობს.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ „ფოთის პორტის ინფრასტრუქტურის გაფართოება და მოდერნიზაცია არის საუკეთესო და ყველაზე ეფექტური გზა, რის საშუალებითაც საქართველო გლობალურ ვაჭრობასთან კავშირს შეინარჩუნებს, რაც განსაკუთრებით კონკურენტუნარიანი ბაზრის პირობებშიც კი, თავისი პოტენციალით გამოირჩევა“.

სწორედ ამ მიზეზით, $250 მილიონიანი ინვესტიცია გამართლებულია, თუმცა საჭიროა  მიმდინარე ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებაც.

ამ რეალობის გათვალისწინება მოუწევს ფოთის პორტის ერთგვარი კონკურენტის, „ანაკლიის პორტის“ ინვესტორებსაც, რომლებსაც პროექტის განხორციელება ნულიდან მოუწევთ. 

„ფოთის პორტს რაც შეეხება, ჩვენი ძირითადი მიზანია ლოგისტიკური ჯაჭვის გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს ვაჭრობას საქართველოს გავლით, თუმცა აქვე უნდა ვიმოქმედოთ მიმდინარე ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე. ამასთანავე, თუ სამომავლო ინვესტიციები გამოიწვევს გამტარუნარიანობის ზრდას, რენტაბელობა გავლენის ქვეშ მოექცევა, რისი მაგალითებიც მსოფლიო მასშტაბით ამტკიცებს, რომ ისეთი ინვესტიციები როგორიცაა ახალ ადგილზე ახალი პორტის მშენებლობა, შეიძლება საბოლოო ჯამში ყოვლად გამოუსადეგარ მონუმენტად იქცეს“, - აცხადებს  „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაციის უფროსი  მარიკა ნადარაია და აღნიშნავს, რომ  APM Terminals-ი, ისევე როგორც ყველა მსხვილ კაპიტალურ პროექტთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაშიც ტენდერს გამჭვირვალობის და პროფესიონალიზმის სრული დაცვით გამოაცხადებს.

რაც შეეხება ტვირთებს, APM Terminals-ში აღნიშნავენ, რომ წელს ამ მიმართულებით არანაირი პოზიტიური ცვლილებები არ არის.

იანვარში ქართული საზღვაო ნავსადგურების მიერ გადამუშავებული ტვირთების და კონტეინერების მოცულობა 1,2 მილიონ ტონამდეა შემცირებულია, მათ შორის „ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ 0,4 მილიონი ტონა ტვირთი და 18 961 TEU კონტეინერი გადაამუშავა.

„ნავთობის დაბალ ფასზე, რომ არაფერი ვთქვათ, რამაც გარკვეული გავლენა იქონია აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე, ასევე მნიშვნელოვანი დევალვაცია განიცადა აზერბაიჯანულმა მანათმა, და გაუფასურდა ქართული ლარი, რაც უარყოფითად აისახა თითოეულ  მომხმარებელზე საქართველოში. ამასთანავე, ირანული სანქციების გაუქმებამ გავლენა იქონია ტვირთნაკადის რაოდენობაზე საქართველოს პორტების გავლით“, - განმარტავს მარიკა ნადარაია.

როგორც GBC ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გატყობინებდათ, ფოთის მეგა-პორტის პროექტის პირველი ეტაპი ითვალისწინებს ორი ნავმისადგომის მშენებლობას, რომელთა სიგრძე იქნება 300 მეტრი, ხოლო სიღრმე 14 მეტრი, რის შედეგადაც ფოთის ნავსადგური შეძლებს 1 მილიონ TEU კონტეინერზე მეტი ტვირთის გადამუშავებას. პროექტი დაწყებიდან 30 თვეში უნდა დასრულდეს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები