ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
SOCAR-ი აჭარის მოსახლეობას გაზმომარაგების შეწყვეტაზე აფრთხილებს 
18 მარტი, 2016, 13:39
SOCAR-ი აჭარის მოსახლეობას გაზმომარაგების შეწყვეტაზე აფრთხილებს 

თბილისი (GBC) - “სოკარ ჯორჯია გაზი” აჭარის მოსახლეობას გაზმომარაგების შეწყვეტაზე აფრთხილებს. 

მიზეზი აჭარის რეგიონში, ქობულეთი-ბათუმის ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის პროცესში, ცენტრალურ მაგისტრალურ გაზსადენზე გადაერთების სამუშაოებია, რომელიც ერთდროულად 6 პუნქტზე ჩატარდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე ამა წლის 29 მარტიდან 31 მარტამდე აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის ყველა მომხმარებელს შეუწყდება გაზის მიწოდება.

ბუნებრივი გაზის მიწოდება, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად განხორციელდება და დასრულდება ამა წლის 3 აპრილს.

კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” მოუწოდებს აბონენტებს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები და ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე 16 114 ან აჭარის რეგიონალურ ოფისში მისამართზე: ბათუმი ბაქოს ქ # 46.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები