ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
წყალტუბოში სანატორიუმი ცისკარი კომპანია არგომ შეიძინა
14 მარტი, 2016, 10:51
წყალტუბოში სანატორიუმი ცისკარი კომპანია არგომ შეიძინა

თბილისი (GBC) - "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ქალაქ წყალტუბოში მდებარე კიდევ ერთი ყოფილი სანატორიუმი „ცისკარი“ ელექტრონულ აუქციონზე პირობებიანი ფორმით  160 000 ლარად გაყიდა.

აუქციონში გამარჯვებულად  შპს „არგო“ გამოვლინდა.

პირობების მიხედვით, ინვესტორმა  სულ მცირე 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რაც მოიცავს  უძრავ ქონებაზე 50-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა–რეკონსტრუქციას, აღჭურვას და სასტუმროს ეზოს კეთილმოწყობას. სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე არანაკლებ 20 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყობა.  

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სანატორიუმი „ცისკარი“ რიგით მესამე ობიექტია, რომელიც სახელმწიფომ წყალტუბოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაყიდა.

შეგახსენებთ, რომ სანატორიუმი „მეშახტის“ ბაზაზე, არანაკლებ 100-ნომრიანი, 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება, ხოლო ყოფილი სანატორიუმი „ივერიის“ ტერიტორიაზე ინვესტორები  6 მლნ ევროს ინვესტიციას განახორციელებენ. შედეგად, კურორტი წყალტუბო 100-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს და არანაკლებ 310 სასტუმრო ნომერს მიიღებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები